spot_img
მთავარიარჩევნებიგლობალური პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყანას...

გლობალური პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული მოქალაქეები, მათ შორის მარნეულში – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მარნეულში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მარნეულსა და გარდაბანში თითოეულ მოქალაქეს ესმის თუ რას ნიშნავს თავისი სახელმწიფო და სამშობლო, ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეების მხარდაჭერით, ყველაზე უკეთ მოახერხა მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა:

დღეს ჩვენ ვდგავართ დიდი ისტორიის წინაშე, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. აქ არის მაგალითი, თუ რას ნიშნავს მოქალაქეობა, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო. როგორ ესმის თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მარნეულსა და გარდაბანში თავისი სახელმწიფო და თავისი სამშობლო.

ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ერთად შევაჯამოთ თუ რისი გაკეთება შევძელით ამ წლების განმავლობაში, ასევე ვისაუბროთ უფრო მეტი მომავალთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეგვიძლია ხვალ.

თქვენი მხარდაჭერით „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ მოახერხა მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა. ეს არის ქვეყნის განვითარებისა და მომავლის ფუნდამენტური პირობა.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უკეთ შეძლო ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ადამიანის უფლებების დაცვა. მძიმე დღეებმა, რომელიც ერთად გამოვიარეთ გლობალური პანდემიის პირობებში კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული მოქალაქეები, მათ შორის მარნეულში. ქვეყანას ჰყავს ძალიან ღირსეული და ეფექტური ხელისუფლება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად შევძელით შეგვეკავებინა ვირუსის ფართო გავრცელება.

დღეს ჩვენი ქვეყანა ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს და ჩვენ ვსაუბრობთ მომავალზე, გვაქვს გეგმები და ქვეყანაში სტაბილური ვითარება.

ზუსტად, ეს არის იმის დამსახურება, რომ ამ წლების განმავლობაში ერთად შევქმენით დემოკრატიული სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტები და ამავე დროს შევძელით, რომ ერთად ვყოფილიყავით გამოწვევებსა თუ პროგრესში. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი
მარიკა ხორავა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...