სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვა"თავისუფალი დემოკრატები" შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ...

“თავისუფალი დემოკრატები” შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ქიტიაშვილმა დატოვეს

მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა. მისი თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ გამოიწვია. შავგულიძის ინფორმაციით, მის გარდა პარტია ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ და ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ქიტიაშვილმაც დატოვეს. შავგულიძის განმარტებით, პარტიიდან წასვლის შემდეგ ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე, გააგრძელებენ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“ და არჩევნებში მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას:

მივიღე გადაწყვეტილება პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დავტოვო. პარტიას ვტოვებ გამგეობაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარების გამო.

ერთხმად მხარს ვუჭერდით „ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკის შექმნას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას. ასევე, შეთანხმებულები ვიყავით საარჩევნო სიის საკითხებთან დაკავშირებით.

დაახლოებით ერთი თვის წინ, გამგეობის ზემოთ ხსენებულმა უმრავლესობამ შეცვალა პოზიცია პარტიის საარჩევნო სიასთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ დააყენეს საკითხი, რომ სიაში მეორე ნომრად დასახელებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ მჭედლიძე. არ დავეთანხმე გამგეობის უმრავლესობის პოზიციას, ვინაიდან ვახტან მჭედლიძეს 2017 წლის თებერვალში გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ და მთელი სამი წლის განმავლობაში პარტიასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ვეღარ ვიღებ პასუხისმგებლობას პარტიის, გამგეობის აღნიშნული წევრების მოქმედებებზე.

პარტიას ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძე ტოვებენ, ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი გიორგი ქიტიაშვილიც.

პარტიიდან წასვლის შემდეგ ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან“ და არჩევნებში მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ავტორი
მარიკა ხორავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

სს “თელასი”: 28 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“თქვენ ძალიან კარგი შვილი გყავთ და ძალიან კარგად მესმის როცა ამბობთ, რომ მისი თავისუფლება...

სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...