კვირა, ივნისი 15, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"დავამარცხოთ ტოტალური ტყუილი და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე" -...

“დავამარცხოთ ტოტალური ტყუილი და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე” – ირმა ინაშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, პარლამენტის ვიცე სპიკერმა ირმა ინაშვილმა გამართულ ბრიფინგზე IRI-სა და NDI-ს კვლევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა ტოტალური ტყუილის სახე მიიღო. ირმა ინაშვილმა ასევე შედარება გააკეთა NDI-ს, IRI-ს კვლევებსა და ზედმიწევნით დეტალურად ისაუბრა თავისსავე წარმოდგენილ აუდიო-ხმოვან გამოკითხვებზე:

პოლიტიკურმა პროცესებმა საქართველოში მიიღო უკიდეგანო და ტოტალური ტყუილის სახე.
თავად IRI ამბობს, რომ კვლევა ჩაატარა ივნის-ივლისში. არადა, კონფიდენციალურ შეხვედრებზე, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში შედგა, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ კვლევა ჩატარებული აქვთ აპრილ-მაისში. ვფიქრობ, ზვერავდნენ, რას ვიტყოდით ჩვენ, თუ ისინი მესამე ძალად გამოგვაცხადებდნენ. ახლა აცხადებენ, რომ კვლევა თითქოსდა ივნის-ივლისში ჩაატარეს, რაც არის ტყუილი.

მოდით, ვილაპარაკოთ იმაზე, რა არის სიმართლე და როგორია რეალური მონაცემები:
მე ხელში მიკავია ე.წ. გარე მეხსიერება, რომელზეც ჩაწერილია 750 000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერი, საუბარია აუდიო, ხმოვან გამოკითხვაზე, ინტერვიუზე, ხოლო აქვე, თქვენს წინაშეა გამოკითხვის თითქმის 1 200 000 ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია: რესპონდენტის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, პროფესია და ა. შ. მაგრამ კვლავ ვამბობ, ეს 750 0000 აუდიო, ხმოვანი გამოკითხვაა.

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ აუდიო გამოკითხვის მარტი-აპრილის შედეგებს. საუბარია 189 533 აუდიო ჩანაწერზე და ყველა ეს ჩანაწერი გადაეცემა ეუთოს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებს საქართველოში. მეტიც, იმისათვის, რომ სრულად ვამხილოთ IRI-ს ტყუილი და დეზინფორმაცია, მომდევნო სამ კვირაში წარმოგიდგენთ მაისი-ივნისის გამოკითხვის შედეგებს, დოკუმენტური მასალით! შემდეგ სამ კვირაში ივლის-აგვისტოს მონაცემებსა და დოკუმენტურ მასალას, ამგვარად, ოქტომბრის შუა რიცხვებში 1 მილიონ 200 000 აუდიო, ხმოვან ჩანაწერს წარმოგიდგენთ! დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს 750 000 აუდიოჩანაწერი, ეს არის მარტის, აპრილის, მაისის, ივლისისა და აგვისტოს ნაწილის დოკუმენტური მასალა!

ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ დავამარცხოთ ტოტალური ტყუილი და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე.

ვიდრე დავასახელებ კონკრეტულ ციფრებს, კვლავ გავიმეორებ, რომ ყველა ეს ინფორმაცია გადაეცემა ეუთოს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებს საქართველოში!

ა.წ. მარტ-აპრილში აუდიო გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 189 533-მა რესპონდენტმა.

პირველი კითხვა: თანახმა ხართ თუ არა, რომ ევროინტეგრაციის შენარჩუნებასთან ერთად, საქართველომ გამოაცხადოს სამხედრო მიუმხრობლობა:
პასუხები შემდეგნაირია:
65.32% თანახმაა
12.93% წინააღმდეგია
21.75% თავს იკავებს

მეორე კითხვა: მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით; მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგით; ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენით; სავიზო რეჟიმის გაუქმებით?ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირია:
70.51% თანახმაა
17.26% წინააღმდეგია
12.23% თავს იკავებს

მესამე კითხვა: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას ან მის კანდიდატს დაუჭერთ მხარს?
ამ კითხვაზე პასუხები ასე გამოიყურება:
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ 69.94% მარტ-აპრილში თავს არიდებდა ამ კითხვაზე პასუხს. რეალურად მარტ-აპრილში ამ კითხვაზე პასუხობდა მხოლოდ 30%. ამ 30 პროცენტში პირველ ადგილზე ვიყავით ჩვენ, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, და აქვე გეტყვით, რომ ამ ადგილს დღესაც ვინარჩუნებთ. მეორე ადგილზე იყო ქართული ოცნება და მარტ-აპრილში მისი რეიტინგი იყო 11.16%. მესამე ადგილზე იყო ნაციონალური მოძრაობა და მეოთხეზე სხვა დანარჩენი პარტიები.

გარდა ამისა, IRI-ს, NDI-ს, ედისონ რიჩერს ვაცხადებ მატყუარა ორგანიზაციებად და ამ მატყუარა ორგანიზაციებს, რომლებიც თითქოსდა 1500 რესპონდენტს გამოკითხავენ ხოლმე, ჩვენ გადავცემთ 20-ჯერ მეტ აუდიო ჩანაწერს, ანუ 30-30 000 აუდიოჩანაწერს! მეტი რაოდენობის გადაცემას არ საჭიროებენ! პირიქით, ჩვენ მორიგ ჯერ მივმართავთ აშშ-ს ხელისუფლებას, რომ მხილებული სიცრუის გამო, საქართველოდან გაიწვიონ IRI-ს დირექტორი ჯონ დიპპორო, როგორც სულ ცოტა ხნის წინ გაიწვიეს ლორა თორნტონი. ჯონ დიპპორო ისეთივე მატყუარაა, როგორც ლორა თორნტონი! ვწუხვარ, რომ საქართველო ჯერ ვერ თავისუფლდება მსგავსი მატყუარებისგან, მაგრამ მალე გათავისუფლდება, ყველას ვარწმუნებ ამაში!

გარდა ამისა, მივმართავ საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებას, რომ აეკრძალოს IRI-ს საქართველოში ე.წ. კვლევების ჩატარება და ქართველი ხალხის მოტყუება, რადგან ეს ორგანიზაცია მხილებულია ტყუილში! ისევე, როგორც NDI!

მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან,- შეწყდეს ტყუილი! აიკრძალოს ქვეყანაში მსგავსი კვლევების გამოქვეყნება და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, თუ ორგანიზაცია არ წარმოადგენს მინიმუმ 200 000 აუდიო ჩანაწერს, როგორც უტყუარ მტკიცებულებას.

მივმართავ თხოვნით მედიას, ჩემს კოლეგებს, რომ სრულფასოვნად, პატიოსნად გაშუქდეს დღევანდელი ბრიფინგი, რათა ქართველი ჟურნალისტების დახმარებით საქართველოს ყველა მოქალაქემ გაიგოს, რა დიდ ტყუილთან გვაქვს საქმე და რა თვალსაჩინოა ჩვენი სიმართლე! დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე უპრეცედენტოდ მასშტაბური კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურმა პროცესებმა ქვეყანაში მიიღო უკიდეგანო და ტოტალური ტყუილის სახე. „პატრიოტთა ალიანსს“ IRI-ს და სხვა მსგავსი ორგანიზაციების კვლევების სანდოობაში ეჭვი მორიგ ჯერ შეაქვს და საპასუხოდ მასშტაბური გამოკითხვის პირველი ნაწილის შედეგებს ასაჯაროებს.

„თქვენს წინაშეა გამოკითხვის თითქმის 1 200 000 ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია: რესპონდენტის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, პროფესია და 750 000 აუდიო ხმოვანი გამოკითხვა, რაც მოსახლეობის განწყობის უტყუარი დასტური გახლავთ. დღეს, ჩვენ წარმოვადგენთ აუდიო გამოკითხვის მარტი-აპრილის შედეგებს. საუბარია 189 533 აუდიო ჩანაწერზე და ყველა ეს ჩანაწერი გადაეცემა ეუთოს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებს. მეტიც, იმისათვის, რომ სრულად ვამხილოთ IRI-ის ტყუილი და დეზინფორმაცია, მომდევნო სამ კვირაში წარმოგიდგენთ მაისი-ივნისის გამოკითხვის შედეგებს, დოკუმენტური მასალით! შემდეგ სამ კვირაში ივლის-აგვისტოს მონაცემებსა და დოკუმენტურ მასალას. ამგვარად, ოქტომბრის შუა რიცხვებში 1 მილიონ 200 000 აუდიო, ხმოვან ჩანაწერს წარმოვადგენთ! ეს არის ერთადერთი გზა, რომ დავამარცხოთ ტოტალური ტყუილი და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე!“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ავტორი
თამუნა მახარაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

“რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი...

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პოსტს...

“ნუ გადადებთ მყისიერად უთხრათ – “იდი ნა *უი” – ნებისმიერს, ვინც ამას იმსახურებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას "სწრაფი გადაწყვეტილების თეორია": "ჩვენ ყველაფერი გვეზარება, ყველა...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაახურებთ ძალიან? პრეზიდენტი და მთავრობა “საგანგებო მდგომარეობას” გამოაცხადებენ!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...