ხუთშაბათი, მარტი 13, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და აღარავინ დადგება...

მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და აღარავინ დადგება ისეთი გადაწყვეტილების წინაშე პური იყიდოს თუ მედიკამენტები – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პენსიონერებთან შეხვედრა გამართა და მათ პრობლემებს მოუსმინა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მოხუცებულები იმსახურებენ გაწეული მძიმე შრომისთვის შესაბამის ანაზღაურებას, ასევე დაპირდა ამომრჩეველს, რომ როგორც კი ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება ჩამოეწერებათ უსამართლოდ მაღალი პროცენტები და ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებს უკეთეს საცხოვრებელ პირობებს შეუქმნის:

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოხუცებს, სწორედ ეს გვაჩვენებს საზოგადოებისადმი დამოკიდებულებას, რომლებმაც აღგვზარდეს, ვინც ააშენეს ეს ქვეყანა, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მუშაობდით ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, თქვენ იცით და გამოიარეთ დიდი გაჭირვება. ყველაზე მეტად თქვენ იმსახურებთ პატივისცემას, მადლიერებას და იმსახურებთ შეგიქმნათ სათანადო საცხოვრებელი პირობები, რომ გქონდეთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. თქვენ იმსახურებთ, თქვენი გაწეული მძიმე შრომისთვის მიიღოთ შესაბამისი ანაზღაურება.

8 წლის წინ, ახალი მთავრობა ბევრ რამეს დაგპირდათ, მაგრამ მათ ყველა ეს დაპირება დაივიწყეს, ყველა ოცნება დაგიმსხვრიეს. რეალობას შევხედოთ, თქვენ ჩემზე უკეთ იცით ის საშინელი რეალობა, რომელსაც ყოველდღიურად ებრძვით.

„დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ პენსიების გაზრდა გამოიყენეს, შესაძლოა პენსია რამდენიმე ლარით მეტი იყოს ვიდრე ეს 8 წლის წინ, მაგრამ სინამდვილეში, რეალობა ბევრად უარესია. 2013 წელს საშუალო თვიური პენსია 86 აშშ დოლარი იყო, ახლა კი მხოლოდ 69 აშშ დოლარია, მათ უბრალოდ არ იციან რას ნიშნავს ცხოვრება, როდესაც შენი პენსია 220 ლარია.

მათ არ იციან, რას ნიშნავს შეიძინო საკვები პენსიიდან, რომელზეც ფასები 40%-ით გაზრდილია, ვიდრე ეს 8 წლის წინ იყო. მათ არ იციან, რას ნიშნავს გაზის და ელექტროენერგიის გადახდა – რომლის პირობაც დადო „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიამ, რომ უფრო იაფი გახდებოდა, მაგრამ სინამდვილეში კიდევ უფრო გაძვირდა. მათ არ იციან, რომ 74,3%-ით გაიზარდა გადასახადები სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებზე. მათ არ იციან, თუ რას ნიშნავს საბანკო სესხი, 20%-იანი საპროცენტო განაკვეთით. მათ არ იციან, რას ნიშნავს ოჯახებისგან შორს ყოფნა, რადგან ადამიანების უმრავლესობა საზღვარგარეთაა წასული, რადგან ქვეყანაში არ არის სამუშაო პირობების და არც ახალგაზრდებისთვისაა შესაძლებლობები. ეს არის დამსხვრეული ოცნებები პენსიონრებისთვის, ჩვენი მოხუცების ღალატი.

დღევანდელ ხელისუფლებას არ ანაღვლებს თავიანთი გაცემული დაპირებები, მათთვის მნიშვნელოვანია ფული გამოიმუშაონ თავიანი ჯიბეებისათვის. ყველამ ვიცით, რომ ლიბერთი ბანკი, რომელიც პენსიონერებისთვის სესხის გაცემით იღებს ყველაზე მეტ სარგებელს, ივანიშვილის ახლო მეგობრისა და ”ქართული ოცნები” ყველაზე დიდი მხარდამჭერის საკუთრებაა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სამი დიდი ფარმაცევტული კომპანია, რომლებიც სარგებლობენ მედიცინასთან დაკავშირებული მონოპოლიით, არიან დაკავშირებულები „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიასთან.

მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომ დავანგრიო ეს ცინიკური, ყალბი სისტემა, მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დავუბრუნებ საქართველოს ღირსებას და აღარავინ დადგება ისეთი გადაწყვეტილების წინაშე პური იყიდოს თუ მედიკამენტები. მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომ მოვიშოროთ ეს„დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობა და უკეთესი საცხოვრებელი პირობები შევუქმნა ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ჩვენს მოხუცებს, ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ წარმომადგენლებს. მე არ შევეგუები, რომ თუნდაც ერთი ბავშვი შიმშილობდეს ჩვენს ქვეყანაში და თუ ერთი პენსიონერი მაინც მოუწევს ნაგავსაყრელზე საკვების მოძებნა და იყინებოდეს სახლში.

როგორც კი მე გავხდები ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირობას გაძლევთ, რომ გექნებათ ისეთი პენსიები, რომელიც საჭიროა ცხოვრებისთვის და პირველივე წლიდან შემცირდება მედიკამენტებზე ფასები მინიმუმ 30%-ით. თქვენს ყველა სესხზე შევამცირებთ და ჩამოგეწერებათ პროცენტი. ამას ჩვენ გავაკეთებთ კანონით და თქვენი ხმის ძალით. ჩვენ ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას, ჩვენს შევქმენით პეტიცია, რომ შევზღუდოთ საბანკო ინტერესები ქვეყანაში და ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ წნეხი ბანკებზე.

მე გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ და ხელი მოაწეროთ ამ პეტიციას, რაც უფრო მეტ ხელმოწერას მივიღებთ, უფრო მეტი ძალა გვექნება ბანკების წინააღმდეგ. ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის მიზანია ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც ყველას პატივს სცემენ, სადაც ყველას შეუძლია იცხოვროს დაცულად. ქალებისა და მამაკაცებს, ახალგაზრდებსა და მოხუცებს. მე როგორც ამ ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი პირობას ვდებ, რომ თქვენთან ერთად ვიბროძლებ სიღარიბის დაძლევაში და ყველა ერთად კვლავ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნით. მე და ჩემი გუნდი „სტრატეგია აღმაშენებელი“არ ვიძლევით ცარიელ დაპირებებს, ჩვენს გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ ცხოვრების დონე ქვეყანაში, ჩვენს გვაქვს გეგმა, როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, როგორ გავაუმჯობესოთ ჯანდაცვა და განათლება და როგორ შევქმნათ სოციალური უსაფრთხოება. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია უკეთესი ცხოვრებისთვის, სწორედ ამიტომ გვჭირდება თქვენი თანადგომა და ნდობა ამ ბრძოლაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოცნებაში” გალაღებულ ნაცებს ბრძოლა აქვთ გაჩაღებული ვინ უფრო მაგრად ებრძოდა ნაცებს🤣🤣🤣 – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, ე.წ. "პორტირებულების" კულუარულ დაპირისპირებებზე აკეთებს...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი სად იქნებოდა და რა იქნებოდა საქართველო!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო...

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

“თვითმმართველობის არჩევნებში არცერთ რაიონსა და ქალაქში ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს” – კახა კალაძე

„ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება, რადგან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიხეილ სააკაშვილს 12 წელი აბრალებდნენ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რა დარჩათ? პიჯაკი და პროტოკოლური ყვავილების...

მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიას...

“ივანიშვილმა რომ თქვა, წავალ და ოპოზიციაც მე ვიქნებიო, მაგ რეალობაში ვართ” – ზაზა ბიბილაშვილი

"ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს...