სამშაბათი, აპრილი 29, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისტიქიური უბედურებაონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი დაიტბორა და 2000 ადამიანი...

ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი დაიტბორა და 2000 ადამიანი გარე სამყაროს მოწყდა

ონის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად დაიტბორა 12 სოფელი და საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა 10 ხიდი და სოფლამდე მისასვლელი გზები. საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ჩიკვაიძე ხელმძღვანელობს:

,,ონის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებს.

28 ივლისს, მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად,ონის მუნიციპალიტეტის 12 სოფელი და 2000-ზე მეტი ადამიანი მოწყვეტილია გარე სამყაროს, დაზიანებულია 10 ხიდი , ჩაიხერგა სოფლამდე მისასვლელი გზები, დაიტბორა სოფელ ნაკიეთის ერთ – ერთი უბანი, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.

შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი, რომელსაც ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე ხელმძღვანელობს.

ადგილზე იმყოფება მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად.

მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები“, – ნათქვამია ონის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...