სამშაბათი, ივნისი 17, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ - თორნიკე...

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებენ – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გაცემული 3-თვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, ისინი ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, საზღვარზე გადაადგილება, მათ შორის სამუშაო მიზნებით, კონკრეტული საფუძვლების და გარემოებების გათვალისწინებით ხდებოდეს:

საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასლას, თუმცა უკან დაბრუნების შემდეგ გაივლიან სავალდებულო 2 კვირიან კარანტინს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მოძრაობა, ყველა ეს გადადინება, მათ შორის საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ ყველა მოქალაქე, რომელსაც სურვილი აქვს თურქეთში გადავიდეს სამუშაოდ ვალდებული იქნება წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა, 3 თვიანი, რომელიც გაცემული იქნება თურქეთიდან, შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კობახიძე/მდინარაძე/გელაგელაძე/ოხანაშვილის დიქტატურაზე მაინც ვიგუდები სიცილით და რა გავაკეთო?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ახალი...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და...

“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის, მაგრამ...

პაატა მანჯგალაძე: “გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის...

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...