spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძნელია დეპუტატის სტატუსის დათმობა! ეს მე კარგად ვიცი......

“ძნელია დეპუტატის სტატუსის დათმობა! ეს მე კარგად ვიცი… გამივლია…” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი მოქმედ დეპუტატებს მიმართავს და მოუწოდებს დეპუტატობის სურვილის გამო ნუ შექმნიან პრობლემებს, ნუ დაიწყებენ ვაჭრობას:

რა ვიცი, მაინც დავწერ, ეგებ, ვინმემ ისმინოს და დაიჯეროს!

ძნელია დეპუტატის სტატუსის დათმობა! ეს მე კარგად ვიცი… გამივლია!!!…
რთულია დაემშვიდობო იმ სიკეთეებს, გავლენებს, ანაზღაურებას, სტაბილურობას…
ძნელია საკუთარ თავთან გამკლავება და უშეცდომოდ, ტკივილის გარეშე ჩარბენა დაღმართის…
და მაინც, ყველამ უნდა იცოდეს, რომ შეუცვლელი არავინაა… არავისთვის არავინ წარმოადგენს გარდაუვალობის მუდმივას!

ნუ შექმნით პრობლემებს და დაიწყებთ ვაჭრობას! ეცით პატივი საკუთარ თავს! სოციუმი კარგად აღიქვამს თქვენი ღირსების კოეფიციენტს! დროებითი კეთილდღეობისთვის ნუ გაწუწავთ საკუთარ ღირსებას!

დაღმართზე, ყველაზე კარგად იგრძნობ საკუთარ წონას, სიმაღლეს, სულიერ სიძლიერეს!! ეს ყველაფერი აღმართზე შემდგარს გაწუხებს და ცდილობ ჩამოიცილო, შემსუბუქდე და ამ სიმსუბუქით ინებივრო! !!! დაღმართი თავად ადვილი და არადამღლელია… მოემზადე, დაეშვი, წონიანი, ამაღლებული, ძლირი… და მოემზადე შემდგომი აღმართისათვის!

გახსოვდეს, შენი ღირსება მხოლოდ შენია! მას ვერავინ შეგძენს და ვერავინ წაგართმევს! ის ან გაქვს, ან არა…

P.S.
ნურასოდეს ეცდები საკუთარი პერსონის წარმოსაჩენად სამშობლოს გამოყენებას! სამშობლო ღმერთია! ის თავად წყვეტს ვინ, როდის, სად და რა სტატუსით ჭირდება!
სამშობლო შეცდომებს არ პატიობს!
ეს კი, ისე, ეპილოგისთვის…

ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს,
ეი,ბიჭო,სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“არ ვიცი რა აბრაკადაბრას აკეთებს ივანიშვილი, მაგრამ კაი ცხოვრებისგან რომ არ აკეთებს, ფაქტია” –...

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალურ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე...

“ქართველები მიდიან, უცხოელები მოდიან, ქვეყნის მოსახლეობა იზრდება” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...