spot_img
მთავარირეგიონის ამბები"სამწუხაროდ, ვერ ვუშველე და ეს ყველაზე მეტად მთრგუნავს"...

“სამწუხაროდ, ვერ ვუშველე და ეს ყველაზე მეტად მთრგუნავს” – ნატალი პატარიძე

ქუთაიში მომხდარ საზარელ მკვლელობას გარდაცვლილი ქალის ის მეზობელი ეხმაურება, რომელმაც სამართალდამცავებს მომხდარი ფაქტის შესახებ აცნობა:

ჩემს სადარბაზოში მოხდა საზარელი ფაქტი. განსაკუთრებული სისატიკით მოკლეს ქალი. თითქოს რა უნდა თქვა ამაზე მეტი საშინელება, მაგრამ გეტყვით.
ყვირილი გაიგონეს, მესამე სართულიდან ღია ფანჯარაში. დაახლოებით წარმოგიდგენიათ ალბათ რა ხმა გამოვიდოდა, რეაგირება არ იყო, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანი მივიდა ეზოში შეკრებილებთან და სთხოვა სასწრაფო გამოეძახა. “სხვის საქმეში ვერ ჩავერევით” (შერბილებული ვარიანტია იმ ფრაზების რაც მუსირებდა) ხალხმა გააგრძელა ბუტბუტი და ბჭობა. სწორედ ამ დროს დავბრუნდი სახლში, იმას არ აქვს მნიშველობა მე რა გავაკეთე. სამწუხაროდ, ვერ ვუშველე და ეს ყველაზე მეტად მთრგუნავს!”- წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ნატალი პატარიძე.

შეგახსენებთ, 18 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახლგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 31 წლის ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით სტუმრად მისულმა მეგობარმა ქალმა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი უკვე დაკავებულია. მკვლელობის მოტივი უცნობია. გამოძიება განძრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

გავრცელებული ინფრმაციით, მოხდარზე ასევე ორი პირი დააკავეს, რომლებიც გარდაცვლილის მეზობლები არიან. მათ სამართალდამცავები ინფორმაციის შეუტყობინებლობას ედავებიან.

ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...