spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებადაუყოვნებლივ უზრუნველყონ ანა ონიანის საგამოცდო პროცესში ჩართულობა, თუნდაც...

დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ანა ონიანის საგამოცდო პროცესში ჩართულობა, თუნდაც კლინიკიდან ან იხელმძღვანელონ იმავე საგამონაკლისო წესით, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებიდან რეგისტრირებულ აბიტურიენტებს – ნანა ტოხვაძე

ანა ონიანის, კოვიდ-19-ით ინფიცირებული აბიტურიენტის, საგამოცდო პროცესში კვლავ ჩართვისაკენ მოუწოდებს განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელსა და განათლების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს სოფიო გორგოძეს „ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე და აცხადებს, რომ ანას ახლა სჭირდება მხარდაჭერა და სწორედ ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ ნიჭიერ, ოქროს მედალოსან ახალგაზრდებს აღმოუჩინოს დახმარება საჭირო და გადამწყვეტ დროს:

სოციალური ქსელის მეშვეობით თუ სატელევიზიო სიუჟეტებიდან საზოგადოება უკვე კარგად იცნობს ანა ონიანს, აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ანას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება და ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ ნიჭიერ, ოქროს მედალოსან ახალგაზრდებს აღმოუჩინოს დახმარება საჭირო და გადამწყვეტ დროს.

ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის შედეგად გავარკვიეთ, რომ საბედნიეროდ, ანა ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა საშუალებას გააგრძელოს საგამოცდო მარათონი. მივმართავ განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს და გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიო გორგოძეს – დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ანა ონიანის საგამოცდო პროცესში ჩართულობა, თუნდაც კლინიკიდან ან იხელმძღვანელონ იმავე საგამონაკლისო წესით, როგორც ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ვრიცხავთ უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან რეგისტრირებულ აბიტურიენტებს,“ – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ნუ ვაზვიადებთ იმედის და ქოცპროპაგანდის შესაძლებლობებს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ტელეარხის მიერ ჩატარებულ...

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...