პარასკევი, მარტი 14, 2025
12.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიბილეთის ფასები უნდა იყოს მორგებული ჩვენს ემიგრანტებზე, ჩვენს...

ბილეთის ფასები უნდა იყოს მორგებული ჩვენს ემიგრანტებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც სასწრაფოდ გამოსაყვანი გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ თითოეული მოქალაქის მიღწევაა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველო ფიქსირდება, როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა, კოვიდ-19-ის გავრცელების თვალსაზრისით:

გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მიერ იქნა მიღებული, საქართველო დააფიქსირა, როგორც მწვანე და უსაფრთხო ქვეყანა, კოვიდ-19-ის გავრცელების თვალსაზრისით. ეს ჩვენი თითოეული მოქალაქის მიღწევაა. ეს არის იმ საერთო ერთობლივი შრომის შედეგი, რომელიც ჩვენ, ბოლო 5 თვის განმავლობაში, ყველამ ერთად გავიარეთ. საქართველოსთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, ისე, რომ არ დავუშვათ არცერთ შემთხვევაში ვირუსის უკონტროლო გავრცელება.

რა თქმა უნდა, ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ობიექტური შეფასებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული შრომის დაფასების თვალსაზრისით მივიღეთ, სულ 15 ქვეყანაა მოგეხსენებათ. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ გონივრულად და ამ შესაძლებლობის გამოყენების ძირითადი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ ვირუსის უკონტროლო გავრცელება რისკის ქვეშ აყენებს როგორც მოქალაქის ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენას უმოკლეს ვადაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ასევე ეკონომიკის სამინისტროს დაავალა საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს.

ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის კატასტროფული ფასები, რომელზეც ყველას გვსმენია. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ. უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და პირველ რიგში ეს მორგებული უნდა იყოს ჩვენს ემიგრანტებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც სასწრაფოდ გამოსაყვანი გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან.

ამიტომ, ორშაბათს, შესაბამის საინფორმაციო რესურსებზე უნდა არსებობდეს კონკრეტული ქალაქებიდან რეისების განრიგი, უახლოეს პერიოდში რომელი ქალაქებიდან დაიწყება საქართველოს მთავრობის მიერ ემიგრანტების გამოყვანა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათთვის მისაღებ ფასად. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა იყოს ერთი ავიაკომპანია, უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და თუ შეიძლება, უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გია ნოდია: “აი, ასეთი ბრძენია ბატონი ბიძინა😀”

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში...

“თუ ყურადღებით დავაკვირდებით ქოცპროპაგანდას, დავინახავთ მათ მთავარ გზავნილს – ღირსებით პუტინისკენ!” – პაატა მანჯგალაძე: 

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“იხილება საქმე, რომელიც არის რეალურად იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელმაც 2012 წელს საქართველოს...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 10 მარტს კლინიკა "ვივამედიდან"...

“ფაქტი სახეზეა, “დიფ სთეითის” დამარცხებას გარკვეული დრო მაინც სჭირდება” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ყველაზე დიდი უსამართლობა ამ ნათელი ბიჭების პატიმრობაა‼️” – ელისო კილაძე

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში,...