spot_img
მთავარიარჩევნებიგიორგი ვაშაძეს მხარს ვუჭერთ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია,...

გიორგი ვაშაძეს მხარს ვუჭერთ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობაც – გიგი უგულავა

გრიგოლ ვაშაძის მხრიდან ტოლობის ნიშნის დასმა, დავით ჭიჭინაძესა და გიორგი ვაშაძეს შორის არასწორად მიაჩნია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას და აღნიშნავს, რომ ოპოზიციური სპექტრი მხარს უჭერს გიორგი ვაშაძეს ისნის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად. მმართველი პარტიის ოპონენტი ასევე აცხადებს, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია დავით ჭიჭინაძე ოპოზიციაშია თუ სუს-ის ტროას ცხენია:

ერთიანი მაჟორიტარების შერჩევა იმ მიზნით ხდება, რომ ოპოზიციამ პირველივე ტურში მოუგოს „ქართული ოცნების“ კანდიდატს. ისნის რაიონში ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი არის გიორგი ვაშაძე. მას მხარს ვუჭერთ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია, მათ შორის ენმ-ც.

ამიტომ, არასწორად მიმაჩნია ბატონი გრიგოლ ვაშაძის მხრიდან ტოლობის ნიშნის დასმა გიორგი ვაშაძესა და დავით ჭიჭინაძეს შორის, რომელიც კიდევ გასარკვევია ოპოზიციაშია თუ სუს-ის ტროას ცხენია.

არასწორია, მეორე ტურში თანაბარ მხარდაჭერაზე საუბარი ამ კონტექსტში. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, პატივისცემის დადასტურებით, ვიყოთ ერთგულნი და ცხადი ჩვენს მოწოდებებში, რომ არ დავაბნიოთ ჩვენი ამომრჩევლები. ჩვენ, “ევროპული საქართველო” თანაბრად ვუჭერთ მხარს ყველა შერჩეულ ერთიან კანდიდატს,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...