spot_img
მთავარიდანაშაული და სასჯელიმშობლების მიერ 5000 დოლარად გაყიდული ახალშობილი - სახელმწიფო...

მშობლების მიერ 5000 დოლარად გაყიდული ახალშობილი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 5000 დოლარად ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე მშობლები და ახალშობილის მყიდველი დააკავეს. მათ 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. აღნიშნული დანაშაულის თაობაზე საგანგებო ბრიფინგზე უწყების განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დავით ქუთათელაძემ:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 2020 წლის 18 ივნისს ვაჟი შეეძინათ. დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, მათ განიზრახეს ბავშვის გაყიდვა. მშობლები დაუკავშირდნენ პირს, რომელსაც შეუთანხმდნენ, რომ 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ შვილს მიყიდდნენ, რაზეც მან თანხმობა განუცხადა. რის შემდეგაც, აღნიშნული პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. შეთანხმებისამებრ, 5000 აშშ დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა. რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო,” – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ავტორი
ქეთა გაბრიაძე

 

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...