პარასკევი, აგვისტო 1, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკობახიძეებმა და ყველამ, ვინც ჩაბღაუჭებულია თანამდებობას, მზად არის...

კობახიძეებმა და ყველამ, ვინც ჩაბღაუჭებულია თანამდებობას, მზად არის სამშობლო ბოლომდე გაყიდოს, ათასნაირი სისულელე და ათასნაირი ზღაპარი მოიგონოს – გიორგი ვაშაძე

ირაკლი კობახიძის მიერ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიციის რუსულ ძალად, ხოლო ცალკეული ლიდერების “გრუ”-ს აგენტად თუ რუსული ინტერესების გამტარებლად მიჩნევას ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ თუ მსგავს განცხადებას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აკეთებს, ეს უნდა იყოს გამოძიებული და თუ ვერ დაამტკიცებენ, ამ შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტი მოითხოვს კობახიძე გამოვიდეს და საჯაროდ სახეზე ნაცარი წაისვას:

არა თუ თავი ამოწურა, უკვე თავი მოგვაბეზრა კობახიძეებმა და ყველამ, ვინც ჩაბღაუჭებულია თანამდებობას თავისი კორუფციული, ფინანსური ინტერესებისთვის და მზად არის სამშობლო ბოლომდე გაყიდოს, მოიგონოს ათასნაირი სისულელე და ათასნაირი ზღაპარი.

კობახიძეს ამ განცხადებაზე მე შევუბრუნებ: თუ ეს ასე არის, მაშინ თქვენი ვალდებულებაა ის „გრუ-ს“ აგენტები, რომლებიც დაასახელეთ, მაშინ მათ მიმართ გამოძიება აწარმოოთ და დააოკოთ. თუ ამას ვერ იზამთ, მაშინ კობახიძე გამოვიდეს და საჯაროდ სახეზე ნაცარი წაისვას,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციისთვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ირაკლი კობახიძემ ნინო ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ოქრუაშვილი და მთლიანობაში “ლეიბორისტულ ბარტიის” ოფისში შეკრებილი მთელი ოპოზიციური სპექტრი რუსული ძალის, “გრუ-ს” აგენტის, რუსული ინტერესების გამტარებლის ეპითეტებით მოიხსენია.

გიორგი ვაშაძის კომენტარს პარტია “ახალი საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

“ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ტურიზმი გაიზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...