spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ამ ტელევიზიამ ყველა მტერი, ყველა ჯერზე, დაამარცხა საჯაროობით,...

“ამ ტელევიზიამ ყველა მტერი, ყველა ჯერზე, დაამარცხა საჯაროობით, გამჭვირვალობით, გამბედაობით” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალურმა მდივანმა, საგანგებო ბრიფინგზე სენსაციური ინფორმაციაა გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც იგეგმებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია:

მთავარი და მნიშვნელოვანი. დღეს არ გვინდოდა ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ რაკიღა ჩვენთვის ეს ცნობილია რამდენიმე კვირაა, რაკიღა მედიაში გჟონა, დღეს ვალდებულები ვართ განვაცხადოთ საჯაროდ და ჩემი ბრიფინგი ამითაა გამოწვეული, რომ ინფორმაცია საჯარო გახდა:

საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების მიზეზი არ არის ის, რაზეც მე ახლა უნდა გესაუბროთ, ოფიციალური დაკავების მიზეზი არის სხვა, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი, უკრაინელი სამართალდამცავების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას, “მთავარი არხის” და არა მარტო ამ არხის, ამ ქვეყნის ჟურნალისტიკის და არა მხოლოდ ჟურნალისტიკის, ამ ქვეყნის, ზოგადად, გამორჩეული სახის, ფიგურის, მოქალაქის ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, თავის დროზეც, ამაზე კადიროვის გამონათქვამებიც გვახსოვს და ამაზე ყოფილა გაფრთხილებები ჩვენი კავკასიელი მეგობრებისგან და არამარტო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი დეტალებში ყვება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ აღნიშნავს, რომ უკრაინის სამართალდამცავების მიერ კონკრეტული საგამოძიებო საქმის ფარგლებში გახდა ცნობილი, რომ საქართველოში თვეების განმავლობაში უთვალთვალებდნენ გიორგი გაბუნიას. უკრაინელი სამართალდამცავების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გარკვეული დროისა და ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს ზემოაღნიშნული პიროვნება. ფაქტის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე ნიკა გვარამია პრინციპული მოთხოვნებით მიმართავს ქართველ და უკრაინელ სამართალდამცავებს:

მთავარი, რაც მინდა განვაცხადო: ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება “მთავარი არხის” ნებისმიერ თანამშრომელს, არის ამ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

მეორე: მოვუწოდებ ქართველ სამართალდამცავებსაც, უკრაინელ სამართალდამცავებსაც მაქსიმალურად საჯარო გახადონ ის ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, რომ გასაჯაროვდეს ამ დროისთვის და მაქსიმალურად ლიბერალურად მიუდგენენ გასაჯაროვების საკითხს, იმიტომ რომ ეს საჯარო ინტერესი უფროა, ვიდრე სპეცსამსახურების, იმიტომ რომ არც უკრაინის და მით უმეტეს, არც საქართველოს სპეცსამსახურების ძალა, რუსეთის ტერორიზმთან შედარებით, არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ეს შეიძლება იყოს საჯაროობა.

ამ ტელევიზიამ ყველა მტერი, ყველა ჯერზე, დაამარცხა საჯაროობით, გამჭვირვალობით, გამბედაობით. მოვუწოდებთ ჩვენს სპეცსამსახურებს და ასევე უკრაინულ სპეცსამსახურებსაც მაქსიმალური მოცულობის ინფორმაცია, მაქსიმალურად მოკლე დროში, მაქსიმალურად გაასაჯაროვონ,” – მოითხოვს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – სალომე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების ინსპირაციით,...

“ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას” – ოპოზიციის ალიანსი

უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება ოპოზიციის ალიანსი: "ოპოზიციის ალიანსი...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...