spot_img
მთავარიარჩევნები"ქართული ოცნების" წევრები შეეცდებიან, რომ მანიპულაცია მოახდინონ საარჩევნო...

“ქართული ოცნების” წევრები შეეცდებიან, რომ მანიპულაცია მოახდინონ საარჩევნო თარიღით, როგორც ჩანს სწორედ ეს მზაკვრული გეგმა აქვთ შემუშავებული – გიორგი ვაშაძე

არჩევნების თარიღის სავარაუდოდ გადატანას ეხმაურება „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ ჯანმრთელობით პოლიტიკური მანიპულირება არის ძალიან ბინძური საქმე. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით დღეის მდგომარეობით არ არსებობს საფრთხე არჩევნების გადატანის და ეს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მზაკვრული გეგმაა:

ანმრთელობა – რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ჯანმრთელობით პოლიტიკური მანიპულირება არის ძალიან ბინძური საქმე. „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს ფიქრობს, რომ ალტერნატიული გეგმაც ჰქონდეთ. თუ მათ ძალიან მძიმე სურათი ექნებათ ოქტომბერში საკუთარი რეიტინგისთვის და ეს ცალსახაა იმიტომ, რომ ყოველდღიურად საშინელი ვარდნა ხდება მათი მხარდაჭერის მხრივ, რადგან არაფერი არ გააკეთეს შიმშილის ზღვარზე მისული ადამიანების დასახმარებლად.

„ქართული ოცნების“ წევრები შეეცდებიან, რომ მანიპულაცია მოახდინონ საარჩევნო თარიღით, როგორც ჩანს სწორედ ეს მზაკვრული გეგმა აქვთ შემუშავებული. არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ გეგმით მანიპულაციის შესაძლებლობა.

31 ოქტომბერს არის დანიშნული არჩევნები და დღეის მდგომარეობით არანაირი საფრთხე არ ემუქრება არჩევნებს. მოვუწოდებ, რომ ზედმეტ აჟიოტაჟს ნუ ატეხავენ იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურ მონიტორინგს ვუწევთ კორონავირუსის პროცესსაც,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…” – ირმა ამბარდნიშვილი

გორში მომხდარ ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც დედა და...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ეს არ არის ჩვენი არჩევანი – ეს არის იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის”...

ტელეკომპანია „თრიალეთი“, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს: "ხელისუფლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...