spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიაგარის ქარხნის მიერ წარმოებული ქართული შაქარი დაახლოებით 50%-ით...

აგარის ქარხნის მიერ წარმოებული ქართული შაქარი დაახლოებით 50%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ შაქარს – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად აგარის ქარხანაში განახლებული სამუშაო პროცესი დაათვალიერა და სამომავლო გეგმებს ადგილზე გაეცნო. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აგარის ქარხნის მიერ წარმოებული ქართული შაქრის წარმოების დაწყება მნიშვნელოვნად აისახება ფასებზე:

აგარის ქარხნის მიერ წარმოებული ქართული შაქარი დაახლოებით 50%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულ შაქარს, რაც მნიშვნელოვნად აისახება ფასებზეც.

ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ადგილობრივი წარმოების შემდგომი აღორძინებისთვის. ასევე ნიშანდობლივია, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ყველა გლობალურ პანდემიას ებრძვის.

საქართველოც ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეკონომიკურად, მაგრამ ჩვენთვის, მთავრობისთვის ეს არის საფუძველი, რომ გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და ასეთი ქართული წარმოებები ამ დღეებში სულ უფრო მეტი გაიხსნება, რისთვისაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვშრომობთ.

შაქარზე ფასების კლება ნელ-ნელა დაწყებულია და ახლა, ასეთი მასშტაბური ადგილობრივი წარმოება რომ გვქნება, ეს საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე მეტად ხელმისაწვდომი ფასები იყოს. გარდა ამისა, აგარის შაქრის წარმოების განახლებით დასაქმდა 500 ადგილობრივი, რაც კიდევ ერთი დიდი სარგებელია,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენლის ნიკოლოზ ნათბილაძის ინფორმაციით, ქარხანა მთელი წლის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს და 60-65 ათას ტონამდე შაქრის წარმოებას გეგმავს, რაც საერთო ბაზრის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მთავრობა, რომელსაც სული უდგია მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს რეპრესიებით, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარის, ანა დოლიძის ირონიული მინიშნება: "მთავრობა, რომელსაც სული...

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“ბავშვთა დაცვის დღე საქართველოში მხოლოდ თარიღია” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რიგითი ოჯახის ხარჯებთან...

უნგრული ჟურნალი “Világjáró” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...