მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული ბრალდებების თანხლებით, მიმოიხილავს ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს, ლოგიკაზე მინიშნებებით, ეხმაურება ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“კობახიძე ხომ ზოგადად ლოგიკის მამაა და დღესაც ძაან ლოგიკური წერილი დაწერა. ანუ:
სააკაშვილმა ომი დაუწყო რუსეთს, თუ ისე ცუდად მოიქცა, რომ რუსები სამართლიანად გაბრაზდნენ და დაუწყეს ომი, თუ როგორც არის – მოკლედ, ქოცების ვერსიით სააკაშვილის ბრალია 2008 წელს რაც მოხდა.
ოღონდ დღევანდელ წერილში ამბობს, სააკაშვილი, ენჯეო–შმენჯეოები და ლიბერასტები ადრე რუსოფობები არ იყვნენო, იმიტომ რომ დიფსთეითს არ აწყობდა რომ ყოფილიყვნენო. ანუ, ლოგიკურად, დიფსთეითს არ უნდოდა მაშინ რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა.
სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და მხოლოდ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდნენ რუსოფობები, ანუ მას შემდეგ, რაც დიფსთეითმა უბრძანა.
ოღონდ 2008–ში დიფსთეითს არ უნდოდა რუსეთის წყენინება, მაგრამ სააკაშვილმა მაინც აწყენინა. ანუ, რუსოფობია კიარა და რამე, პირდაპირ ომი დააწყებინა.
მანამდელი ქოცური ვერსიებით, 2008 წლის ომი დიფსთეითის აგენტ სააკაშვილს სწორედ დიფსთეითმა დააწყებინა.
ოღონდ ახლა ვიგებთ კობახიძის წერილიდან და ქოცების განცხადებებიდან, რომ 2022 წლამდე დიფსთეითს სულაც არ აწყობდა რუსოფობიები და რუსეთის წყენინებები.
ანუ სააკაშვილი და ლიბერასტები დიფსთეითის მონები არიან თუ არ არიან, ვეღარ გავიგე.
მოდი და დაიჭირე ახლა აქ ლოგიკა. გასკდა თავი🤡” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

