spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას ეხმიანება და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს პარტიის მართვის სქემათან დაკავშირებით:

5 აგვისტოს არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების ბორდი.

რეფორმირების ბორდი უნდა ჩამოყალიბდეს ექსკლუზიურად არაპარტიული ადამიანებისგან, ამ ბორდს მე ვუდგავარ სათავეში და ნანუკა არის აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა და არაპარტიული შემადგენლობა გვჭირდება იმისთვის, რათა გვერდიდან დავინახოთ მოძრაობაში განსახორციელებელი ცვლილებები და ზუსტი რეკომენდაციები დავდოთ, სუბიექტური მომენტების გარეშე.

რაც შეეხება დროებით მმართველობას, ის იფუნქციონირებს 6 თვე, რეფორმათა ბორდის საბოლოოო რეკომენდაციებამდე და მათში წარმოდგენილი უნდა იყოს დღევანდელი ლიდერშიპი სრული შემადგენლობით, მიუხედავად კამათისა და ერთმანეთის მიმართ პიროვნული დამოკიდებულებებისა.

ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ტელევიზიით და სოცქსელებში ურთიერთობის გარკვევა. ავიღოთ ყველამ მაგალითი ლევან ხაბეიშვილისგან, რომელიც პირადზე მაღლა, ყოველთვის საერთო ბრძოლის ინტერესებს აყენებს. აი ასეთი უნდა იყოს ნამდვილი პატრიოტი და პოლიტიკოსი.

ნაციონალური მოძრაობა ჩემი, ლევანის, სხვა გამოცდილი მებრძოლების ლიდერობით და ნანუკას დაუღალავი ენერგიის და იდეების დახმარებით (ბევრ რამეში ის ჩემს ადრეულ თავს მაგონებს) მოკლე ხანში ისევ განიმტკიცებს ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური ძალის სტატუსს და მიიყვანს საქართველოს გამარჯვებამდე“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!” – იაგო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

“სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას” – კახა კალაძე

„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...