spot_img
მთავარიევროკავშირი"ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს"...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით:

სრულად ვეთანხმები შალვა პაპუაშვილის ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას, რომ ევროკავშირის გარეთ დარჩენა, შესაძლოა, პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს.

სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ევროკავშირი დედამიწაზე სამოთხის ფილიალია, სადაც არც კრიზისია, არც დანაშაული, არც პოლიტიკური პრობლემები და არც ორმაგი სტანდარტები.

რეალობა კი სრულიად სხვაგვარია. ევროკავშირი ჩვეულებრივი პოლიტიკური გაერთიანებაა თავისი პარტიკულარული ინტერესებით, შეცდომებითა და გამოწვევებით. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ბრიუსელის ნებისმიერ განცხადებას უფრო იცავს, ვიდრე საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს. თითქოს საქართველოს სუვერენიტეტი მხოლოდ მაშინ არის მისაღები, თუ ამას ვიღაც გარედან მოიწონებს.

ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს.

საქართველოს აღარ სჭირდება არც კერპების შექმნა და არც ილუზიებით ცხოვრება. ევროკავშირი არ არის წმინდა ძროხა, რომლის კრიტიკაც აკრძალულია. თუ ბრიუსელს აქვს უფლება, საქართველო აკრიტიკოს, საქართველოსაც აქვს უფლება, გააკრიტიკოს ევროპული ბიუროკრატიის შეცდომები და ორმაგი სტანდარტები.

ქვეყნის უსაფრთხოება, ღირსება და ეროვნული ინტერესები ვერ გახდება არც ერთი გეოპოლიტიკური პროექტის მსხვერპლი. საქართველო უნდა იყოს პარტნიორი და არა მოწაფე, რომელსაც მუდმივად ჭკუას არიგებენ“, – წერს ფეისბუქის პირა გვერდზე ნიკოლოზ მეტრეველი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...