spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის "მთავრობა"...

“რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?” – ლაშა ბუღაძე.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაანონსებულ ცვლილებებს თუ იდეებს, სოციალურ ქსელში, მწვავე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება, მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე:

რა უფლებით აუქმებს საეჭვო ლეგიტიმურობის მქონე ქალაქის “მთავრობა” რუსთაველის ისტორიულ გამზირს?

სწორედ აუქმებს, რადგან გამზირი არის გამზირი და ის კიტჩი, რადაც ეს ისტორიული ქუჩა უნდა იქცეს, ვეღარავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება პროსპექტად!

რუსთაველის სახელი ამ გამზირს 1918 წელს ეწოდა – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე!

მანამდე მას ერქვა გოლოვინის პროსპექტი და საერთოდაც პირველი და ყველაზე დიდი პროსპექტი იყო საქართველოში.

არ შეიძლება ისტორიული გამზირის გადაკეთება ამ “რაღაცად” საზოგადოებაზე ზეწოლის, მისი ფეხებზე დაკიდების და გათვალისწინების გარეშე! ვერავინ გაბედავს “ელისეს მინდვრების” ან “უნთენ დერ ლინდენის” გადაკეთებას მონუმენტური ნაგვის ყუთებისა და უადგილო ბუჩქების ჭადრაკის დაფად! მაგრამ იქ ქალაქის თავს ირჩევენ, ქალაქის ხელისუფლება მოქალაქეებთან და ისტორიასთან არის ანგარიშვალდებული და არა “პროვინციალ” ავტოკრატთან, რომელიც ყველაფერს ანგრევს და სპობს, რაც ქალაქის, ქვეყნის თუ საქართველოს ისტორიის იდენტობასთან არის დაკავშირებული. სწორედ ეს ავტოკრატიული “პროვინციალიზმია” ამ ბარბაროსობის სათავეც.

2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა მუნიციპალურ არჩევნებს და არსებული მერი ვერაფრით ჩაითვლება უმრავლესობის უმცირესობის არჩეულადაც კი, ამიტომ, როცა იქნება, ამ ისტორიული ვანდალიზმისთვისაც მოეკითხება პასუხი…

გეგონება, პრობლემები აკლდეს ბეტონით გაუდაბნოვებულ და მრავალი ასპექტით კატასტროფულ რეალობაში მყოფ თბილისს, “ესთეტიკა” და “ფეხმავლობა” რომ აქციეს ყალბ და ცინიკურ პრიორიტედად.

ეს პროსპექტიც ხომ იმიტომ გადათხარეს, რომ სავარაუდოდ პროტესტს და მარშებს შეუშალონ ხელი და ალბათ მეტიც ჩაიჯიბონ ქურდობით დაუმაძღრებმა!

იცოდეთ: ის სიდიადე, სივრცობრივი მშვენიერება და სიფართოვე აღარასდროს ექნება ჩვენს საყვარელ რუსთაველს, და ესეც იმიტომ, რომ ამ უკულტურო და უგემოვნო თავნება ბარბაროსებმა მოსკოვის მერ სობიანინის “ტროტუარების” მსგავსის გაკეთება დაგვაძალეს ათასხუთასწლოვანი ქალაქის გულში“, – წერს ლაშა ბუღაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჟურნალისტ ვახო...

“ყველა ქართველი რომ ისწავლის ასე ხელის შებრუნებას, სწორედ მაშინ შეწყდება ღორების შემოსევა” – მიხეილ...

კახეთში, სასტუმროში, გავრცელებული ინფორმაციით, რუს ტურისტებთან მიმართებით მომხდარ ფაქტს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...