spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის ნაცვლად უნდა აშენდეს სასტუმრო-კაზინო.

აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს და განმარტებებს აკეთებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე::

თბილისის მთას თავი წააჭრეს, პანორამად წოდებული ნაგებობების კომპლექსი გააშენეს, თავისუფლების მოედანზე უზარმაზარი შუშის სასახლე ჩადგეს, სოლოლაკის მთა შუშის „ტრუბებით“ შეამკეს და ამაზე ხმას არ იღებდე, ხოლო დოქების მიერ რიყის დამახინჯებაზე მოთქვამდე, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

სხვა ადგილას რომ ყოფილიყო ეს მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული ნაგებობა, მართლაც უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ამის გამო მისი დანგრევა ბარბაროსობაა. უკეთესი რა უნდა ააშენო? როგორც ირკვევა, სასტუმრო-კაზინოს ჩადგმას აპირებენ. თუ დანგრევაზე მიდგა საქმე, მოდით, დავიწყოთ “პანორამის“დემონტაჟით.

რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ.

ესთეტიკა და იერსახე აქ არაფერ შუაშია. კაზინოსთვის უკეთეს ადგილს, ალბათ, მართლაც ვერ იპოვი. შეუძლებელია, იქ ისეთი ზომის სასტუმრო ააშენო, რომელიც ერთდროულად მომგებიანიც იქნება და რიყის იერსახესაც არ დაამახინჯებს. ის დოქების გაბარიტებს ბევრად გადააჭარბებს. ეს ნაგებობები სიგრძეში მაინც არის გაწოლილი, ის კი, სავარაუდოდ, სიმაღლეში მათ ხუთჯერ გადააჭარბებს.

ყველა გადაწყვეტილების მიღმა „ოცნების“ კლანის პირადი ინტერესები იმალება. სულ ფეხებზე ჰკიდიათ რიყეც და თბილისიც-მხოლოდ ფულის ინტერესი ამოძრავებთ. ბევრი კი, ვინც ესთეტიკაზე აკეთებს აქცენტს, სინამდვილეში მათი ინტერესების გატარებას უწყობს ხელს“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...