spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე...

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ იყო” – კახა კალაძე საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული რეზოლუციაც, წინა ვარიანტის მსგავსად, ტყუილითა და ცილისწამებითაა გაჯერებული.

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის რეზოლუცია მიიღება. გულდასაწყვეტია ასეთ სამარცხვინო რეზოლუციას რომ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. აღნიშნულ ინსტიტუციას იწვევენ იმისთვის, რომ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დააკვირდნენ არჩევნებს. როდესაც ისეთ რეზოლუციას იღებ, რაც ტყუილებითაა გაჯერებული რომელ არჩევნების დაკვირვებაზეა საუბარი. როგორ უნდა მოიწვიო ეს ორგანიზაცია არჩევნების შესაფასებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს არ მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რაც ქვეყანას გარე ძალების გავლენებისგან დაიცავს.

სხვა ქვეყნის იტერესები აქ არ გატარდება. პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოებრიობა დგას. ვეღარ იქნება ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა – სქართველოზე ნებისმიერი უცხოელის სულელურ განცხადებას ჭეშმარიტებად იღებდნენ. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში და არა გარე ძალები, როგორც ეს ადრე ხდებოდა.

კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციები შემჩნეულნი არიან საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა და ამ ორგანიზაციებს დაარქვა შესაბამისი სახელი და ისაუბრა იმაზე, რაზეც წლების წინ ვსაუბროდით, ეს ყველაფერი მიივიწყეს. ამ ადამიანებს არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესები გაატარონ საქართველოში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

Business Insider Polska: ბათუმი შავი ზღვის რეგიონში ბიზნესისა და ტურიზმის ახალ ცენტრად ყალიბდება

„Business Insider” – ის პოლონური გამოცემა ბათუმის შესახებ ვრცელ...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...