პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს, რადგანაც მიაჩნია, რომ “ჩვენი საზოგადოება, რომელსაც ისტორია აქვს წაშლილი ბოლშევიკების მიერ, ამიტომ რჩება ტოტალიტარული წარსულის ტყვეობაში“:
“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო.
მივესალმები, რომ ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე კონსენსუსი ფართოვდება.
ამისთვისაა საჭირო თავისუფალი დისკუსია, რომ ვინც საქართველოს ისტორია ვიცით და გააზრებული გვაქვს, რომ აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა, მოგვეცეს შესაძლებლობა ტოტალიტარიზმის ფსიქოლოგიური ტყვეობიდან ვიხსნათ ჩვენი საზოგადოება, რომელსაც ისტორია აქვს წაშლილი ბოლშევიკების მიერ და ამიტომ რჩება ტოტალიტარული წარსულის ტყვეობაში.
ვერ გავიგებთ ვინ ვართ და საით მივდივართ, თუ ჩვენი ისტორია არ ვიცით!
ცხადია ხაზარაძის ნაქირავები მინიონები და სააკაშვილის უმეცრების კულტის მსახურები ამას ვერ შეძლებენ – მათ არ ევალებათ ცოდნა! მათ ევალებათ პატრონის მორჩილება და უმეცრება!
ამიტომ უნდა დაინგრნენ კორუმპირებული ტელეკლოაკები სახელოვნად, ქართული საზოგადოების გადასარჩენად და საკეთილდღეოდ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

