აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული უკმაყოფილებით და მძიმე მინიშნებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“კითხვები და აღშფოთება გამოწვია აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ მიღებაზე ზოგიერთი მიწვეული ქართველი სტუმრის ვინაობამ და სიტუაციისთვის შეუფერებელმა ჩაცმულობამ, ტანსაცმელზე პროვოკაციული წარწერით, რომ ქუჩის აქციების სულისკვეთება საელჩოს ტერიტორიაზეც შეეტანათ.
რატომ და როგორ მოხვდნენ რადიკალური აქციების მონაწილეები და რადიკალი ენჯეო ლიდერები მოწვეულთა სიაში?
ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ჯერ ერთი ამ აქციების უკან დიდი ალბათობით საელჩოც იდგა და ეს ხალხი მათთვის ფასეული რესურსია. მეორე, ამ ხალხის მოწვევით მათ თავისებური გზავნილი გაუგზავნეს ხელისუფლებას, რომელიც ეხლა მათთან ურთიერთობების გადატვირთვას ცდილობს და სრული შემადგენლობით დაესწრო საელჩოს მიღებას, რაც შარშან და შარშანწინ არ მომხდარა.
დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი” მხარდაჭერის დაფიქსირებაც.
ასე რომ, ნუ დავხუჭავთ ფართოდ თვალებს!” – წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.

