spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ" - დიმიტრი (დიტო)...

“უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ” – დიმიტრი (დიტო) სამხარაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი (დიტო) სამხარაძე და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით:

გახარიას ჩვეულ სტილში კაპასობას მინდა ვუპასუხო პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, რომ „მესიჯების“ გაჟღერებას ავალებს ნორჩ გახარიელებს. თითქოს, პრემიერი რომ აღარ იქნები, მერე შენს წინააღმდეგ გუნდი განეწყობაო!

ყველას შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ ირაკლი კობახიძე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ქვეყნის, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკა გახლავთ და ეს პოსტი არანაკლებია პრემიერობისა. მისი გადადგომის მიზეზებზე ახლა არ ვისაუბრებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ირაკლიმ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! გადადგომის შემდეგ ის, თავისი საქციელით, ადრეც, მაგრამ მაშინაც, პირადად ჩემთვის და ქართული ოცნების ჯარისკაცებისთვის, სამაგალითო გახდა. დარჩა, გახდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტიულ საქმიანობაშიც ბევრი საქმე გააკეთა! ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია!

უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ, არც მიფიქრია, უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ და უეჭველი დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ირაკლი იქნება ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი წარმატებული პრემიერ-მინისტრი!

რაც შეეხება იმას, რომ ვინმე ვინმეზე ცუდს ამბობს მას შემდეგ, როდესაც დიდ თანამდებობას დატოვებს, ესეც გამორიცხულია ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში! იმიტომ, რომ ირაკლი უღალატო კაცია, გულთან მიაქვს ნებისმიერის გასაჭირი, ყურადღებას არ აკლებს და, ამავე დროს, უზომოდ სამართლიანია! ერთგული კაცია და საამაყო ქართველი.

ასე რომ, ვერ გაგახარებთ ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს, არც გქონდეთ იმედი! მოღალატეს ვექცევით ისე, როგორც იმსახურებს და ერთგულებს ბოლომდე მივყვებით4️⃣1️⃣🇬🇪✊🏻“, – წერს დიმიტრი (დიტო) სამხარაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“პოლიტიკური ბოროტება ყოველთვის რეპრესიით, ტანკით ან ციხით არ იწყება. ხშირად ის იწყება ტყუილით –...

ჯეიმს ჯეი კარაფანოს ("ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლი) ინტერვიუს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...