ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით:
“ბექა მინდიაშვილმა დაწერა და ვეთანხმები, რომ ამჟამინდელი რეჟიმი განსაკუთრებით დაუნდობლად ქალებს ექცევა, პირველ რიგში – პატიმარ ქალებს.
ბოროტად სარგებლობენ იმით, რომ ელენე ხოშტარია არასდროს არ იწუწუნებს თავის მდგომარეობაზე, არავის თავს არ შეაბრალებს და ვითომ “უყრუებენ” მის პრობლემას. თან ხალხს აწვეთებენ, როგორც სხვები აბუქებდნენ თავის ჯანმრთელობის პრობლემებს, ასევეა ხოშტარიაცო.
ვერ გატეხთ ელენეს და ვერც მოკლავთ! ჩუმი და ჩამქრალი გმირი არ იქნება ელენე, იქნება სამაგალითო მოქალაქე ნებისმიერი ფორმაციის საქართველოში.
სხვა რამე არ ვიცი, მაგრამ ელენე ხოშტარიას ამბავი ნამდვილად დამეჯერება – შვილივით მყავს გაზრდილი!❤️“, – წერს ია ანთაძე სოციალურ ქსელში.

