spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს...

“მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ ნებართვების გაუქმება, რომელიც შემდეგ ვერანაირად ვერ აღდგება” – კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მიმართავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ დავალიანება დროულად არ დაიფარება, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელებს ნებართვა გაუუქმდებათ, რაც აღდგენას აღარ დაექვემდებარება.

ჩვენ „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვების მფლობელები ჯარიმებისგან გავათავისუფლეთ. მიუხედავად ამისა, 1 000-ზე მეტი ნებართვის მფლობელის მიერ კვლავ გრძელდება სანებართვო პირობების უგულებელყოფა. ისინი კვლავ არ იხდიან ნებართვის გაცემის საფასურს და წინა თვეების დაგროვილ დავალიანებასთან ერთად, ყოველდღიურად ემატებათ შესაბამისი ოდენობის თანხა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ლიცენზიის ყველა მფლობელს ვუგზავნით შესაბამის ტექსტურ შეტყობინებას პირად ნომერზე და აქვთ ინფორმაცია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მათ – მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ ნებართვების გაუქმება, რომელიც შემდეგ ვერანაირად ვერ აღდგება. არავის უხარია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სხვანაირად შეუძლებელი იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ საუბარია პირებზე, რომელთაც A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის გაცემის ფასი 2025 წლის ოქტომბრიდან დღემდე არ გადაიხადეს და კვლავ აგრძელებენ პირობების დარღვევას. მათ მიმართ პერიოდულად იგზავნება წერილობითი გაფრთხილება, ასევე, ინფორმაცია მიეწოდებათ სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, რათა შეასრულონ ნებართვის პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასამმაგებული ჯარიმა დაეკისრებათ, რასაც საბოლოოდ ნებართვის გაუქმება მოჰყვება.

ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობისთვის პირველადი ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, შემდეგ ხდება გასამმაგება და ჯარიმა განისაზღვრება 300 ლარით. თუ პირი ისევ არ გადაიხდის, ჯარიმის ოდენობა 900 ლარი გახდება. თავის მხრივ, აღნიშნული ჯარიმების კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მათ დაეკისრებათ საურავები გამოწერილი ჯარიმების ორმაგი ოდენობით.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რაში სჭირდება მმართველ პარტიას ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი?” – გოჩა მირცხულავას განმარტება-ვარაუდები

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ამ ბოლო პერიოდში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით,...

“ამ პოსტის დაწერა ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ შვილის სიცოცხლის გადარჩენა მაიძულებს ეს გავაკეთო” –...

შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს ნანა ქვარაია: "ამ პოსტის...

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...