spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას - ეროვნული თანხმობის...

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები ვრცელდება, სოციალური ქსელის მეშვეობით:

საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ გზაგასაყარზეა. ივანიშვილმა აირჩია ავაზაკ ბარაბას, მოღალატე იუდას გზა და უარყო ილია ჭავჭავაძის, დავით აღმაშენებლის, თამარის და რაც მთავარია იესოს გზა. ივანიშვილმა უარი თქვა სიკეთეზე, სიყვარულზე, დათმობაზე და მისი რეჟიმი დაამყნო სიძულვილზე, წამებაზე, ძალადობაზე, დაყოფაზე… ძალადობრივ რეჟიმს ზურგს უმაგრებს ამორალური, აღვირახსნილი, მატყუარა რუსული პროპაგანდა. ჩვენი ვალდებულებაა ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხოთ. პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი.

1. საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება, ოჯახი იყო არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა. (ევროკავშირს არასდროს მოუთხოვია, უთხოვია საწინააღმდეგო. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ასევე არსებობს კანონი ან კონსტიტუცია, სადაც იგივე დათქმაა, რაც ზემოთ მოგახსენეთ);

2. საქართველოში, ხალხის მთავარი გამაერთიანებელი, ყველა დროს, ყველა ეპოქაში იყო რწმენა, ღმერთი. უფლის სიყვარული ქრისტესმიერი სათნოებაა, სიკეთე და ტოლერანტობა. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რეაბილიტაცია და აღდგენა. ასევე, სასულიერო აკადემიების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა და ფინანსური მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ პატრიარქის ინსტიტუციისთვის შესაძლებლობის გაჩენას, რომ შობის და აღდგომის დღესასწაულებზე უშუამდგომლოს გარკვეული რაოდენობის მსჯავრდებულს;

3. საქართველოდან კოლოსალური რაოდენობის მოქალაქე გაურბის სიდუხჭირეს, გაჭირვებას,რუსულ რეჟიმს და ამ ფონზე აბსოლუტურად უკონტროლოდ, ზღვარგადასული რაოდენობით, ჩვენს ქვეყანაში შემოდიან რუსები, პაკისტანელები, ინდოელები, ირანელები და ა.შ . უპირობოდ შეწყდება უკონტროლოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება და გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იგივე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ზომიერების გარეშე შეეძლებათ ესტუმრონ საქართველოს და არა ჩაანაცვლონ საქართველოს მოქალაქე;

4. ოკუპანტ რუსებთან გვექნება რაციონალური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რაც უპირობოდ უზრუნველყოფს სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ინტერესების ღირსეულ დაცვას;

5. საქართველოში დემოგრაფიული კატასტროფაა. მცირდება შობადობა, იზრდება სიკვდილოანობა. ამ ფონზე ინგრევა ოჯახები და მათი უმრავლესობა საქართველოდან გადახვეწით შველის საკუთარ თავს. ჩვენთვის ოჯახი, გამრავლება არის პრიორიტეტი და შესაბამისად ქორწინება, ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა გახდება ფინანსურად წახალისებული და უზრუნველყოფილი.

როგორც კი ამ 5 პუნქტზე შევთანხმდებით და ფორსირებულად პასუხს გავცემთ პროპაგანდას ყოველგვარი ჭოჭმანის, ჭრიალის და ენის მოჩლექის გარეშე, შემდეგ უკვე შევძლებთ გადავიდეთ ასევე, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე: ევროპასთან ინტეგრაცია, დასავლურ ვექტორზე დაბრუნება, საკანონმდებლო ბაზის გასწორება, რომ უსწრაფესად დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ევროპულ ოჯახს. ამის შემდეგ, შეგვიძლია ვისაუბროთ საბანკო ოლიგარქიის დასრულებაზე, ეკონომიკურ სიკეთეებზე და დოვლათზე, რომელსაც მიიღებს ხალხი.

და +1 პუნქტი – საქართველო ივანიშვილის გარეშე!!! ამ პუნქტის შესრულების გარეშე საბოლოოდ გადაიჩეხება ჩვენი ქვეყანა, რაც ცხადია არ უნდა დავუშვათ!” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...