spot_img
მთავარიეს საინტერესოა"ოქროს თავთავი" - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია

“ოქროს თავთავი” – ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია

თბილისი, 21 ივნისი, 2026 წელი (12:00 – 17:00 სთ) – მთაწმინდის პარკში, 21 ივნისს, ,,გაერთიანება ქართული ხორბლის“ ორგანიზებით ფესტივალი „ოქროს თავთავი“ გაიმართება.

ღონისძიება 12:00 საათზე გაიხსნება და მისი მიზანია ხორბლის ადგილობრივი ჯიშების მოთხოვნის გაზრდა, ბაზრის ფორმირების ხელშეწყობა, პურ-ღვინისა და ხორბალთან დაკავშირებული მრავალფეროვანი გასტრო-კულტურის ტრადიციის გაცოცხლება.

ამასთანავე, იგი ხელს შეუწყობს მწარმოებლებისა და მომხმარებლების პირდაპირი ეკონომიკური კავშირების დამყარებას, დარგის ექსპერტთა და ახალგაზრდა თაობის დაკავშირებას და საზოგადოებაში აგრობიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი იქნება ტრადიციული პურეული, სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეული ნატურალური ღვინოები და ყველი. პარალელურად, საინფორმაციო-შემეცნებით პავილიონში ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ქართული მარცვლეულის კოლექცია, გაეცნონ თემატურ სამეცნიერო-პოპულარულ მასალებს და კონსულტაციები გაიარონ დარგის წამყვან სპეციალისტებთან. სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს ხალხური რეწვის ნიმუშების პრეზენტაცია, ეთნომუსიკალური ნომრები და გასართობი პროგრამა.

ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

🦅 ფასკუნჯი (Neophron percnopterus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა. ამჯერად გაიცანით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“საპატრიარქოს დუმილი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მძიმე მორალური გზავნილი იქნება” – რომან გოცირიძე

რუსეთის მხრიდან კიევის პეჩორის ლავრის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს...