როგორც გაირკვა, სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას შეურაცხყოფისთვის, შსს ახალი სამმართველოს წარდგინებით სასამართლომ გიორგი გედენიძე დააჯარიმა:
ფაქტთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს გვარამია:
“მედიიდან გავიგე, რომ ვინმე გიორგი გედენიძე ჩემთვის ფბ-ზე მოყენებული შეურაცხყოფის გამო 2000 ლარით დაუჯარიმებიათ.
არც გიორგი გედენიძე ვიცი და არც შეურაცხყოფა მისგან. და მე თუ შეურაცხყოფილი არ ვარ, სახელმწიფო “იცავს” ჩემს ღირსებას ჩემი პოზიციის გარეშე? თან ის ხელისუფლება, რომ მაშანტაჟა, 4-ჯერ დამიჭირა, ჩასაფრებები მომიწყო, ჩემი ფოტოები გამოაკრა ყოველი არჩევნების წინ მთელ თბილისში, ცოლშვილი ფარულად გადაიღო და მერე ვიდეო გამომიგზავნა და ვინ მოთვლის კიდევ…
ის არ მეყოფოდა, მე რომ მაჯარიმებენ და მიჭერენ და ახლა სხვებს ჩემ გამო რომ დააჯარიმებენ, ის უნდა ვიდარდო კიდე…
ასეთი სიგიჟე გაუგონარია“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

