spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირანთან დადებული შეთანხმება, ჩემი აზრით, ტრამპის ჯერ-ჯერობით ყველაზე...

“ირანთან დადებული შეთანხმება, ჩემი აზრით, ტრამპის ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია” – გია ნოდია

უახლოეს დღეებში აშშ-სა და ირანს შორის დაგეგმილი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:

ირანთან დადებული შეთანხმება, ჩემი აზრით, ტრამპის ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი პოლიტიკური მარცხია. ეს შეთანხმებაც კი არ არის, არამედ პრობლემის (ჰორმუზის სრუტის დაკეტვის) დროებითი (სამოცი დღით) გადადებაა. არავითარი პერსპექტივა არ ჩანს, რომ ირანი რომელიმე პრინციპულ საკითხზე დაუთმობს.

წარუმატებლობები ტრამპს მანამდეც ჰქონდა, მაგრამ მათ ან უარყოფდა (როგორც 2020 არჩევნების წაგება უარყო) ან რაღაცნაირად იფერთხავდა (მერე რა, რომ ჩრდილო კორეის დიქტატორთან „დილს” გვპირდებოდა და ვერაფერი დადო; მერე რა, რომ უკრაინის ომს ორ კვირაში ამთავრებდა, მაგრამ ომი ისევ გრძელდება; მერე რა, რომ ჩინეთთან თარიფებით ბლატაობდა, მაგრამ ვერაფერს გახდა, დ ა.შ.). განსაკუთრებული პოლიტიკური ზიანი არ მიუღია.

ამ შემთხვევაში მისი მომხრეების თვალშიც ჩაფლავდა. აქ არ ვგულისხმობ ტაკერ კარლსონისნაირ პერსონაჟებს, ვინც თავიდანვე პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა ომს და ანტისემიტურ შეთქმულების თეორიებს აგებდა – „მზაკვარმა ნეთანიაჰუმ გულუბრყვილო ტრამპი თავის ომში ჩაითრია“. (თუმცა, მაგა-ს ამ ფრთის დაკარგვაც მტკივნეული ტრამპისთვის). არა, იმათ თვალშიც ჩაფლავდა, ვინც ამერიკის აქტიურ პოლიტიკას პრინციპის დონეზე მხარს უჭერდა.

სამხედრო ექსპერტები დამეთანხმებიან თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ტრამპმა მაშინ დაკარგა თავისი შანსი, როცა ჰორმუზის სრუტეში მყოფი კუნძულები (ხარგი თუ სხვა) არ აიღო, რისი ძალაც შესწევდა. ამით ირანს მთავარ კოზირს წაართმევდა. სავარაუდოდ, მსხვერპლისა მოერიდა. ასეა თუ ისე, ან არ უნდა დაიწყო ომი, ან რისკზე წასვლა შეგეძლოს.

არჩევნების წინ მეტი რესპუბლიკელი დაინახავს მას, როგორც liabilility-ს, ანუ პარტიის სუსტ წერილს. ბევრი ამბობდა, რომ ის არჩევნების შემდეგ იქცეოდა „კოჭლ იხვად“, მაგრამ მგონი ახლავე იქცევა ასეთად.

მეორეს მხრივ, არსებული ადმინისტრაციის შიგნით ე.წ. restrainer-ები (დაახლოებით – იზოლაციონისტები) გაძლიერდებიან; მათ სათქმელი ექნებათ: ხომ გეუბნებოდით, ჩვენთვის ვიყოთ და არაფერში ჩავერიოთ.

ვისთვისაც მთავარი მოტივი ტრამპთმოძულოებაა, შეუძლია გაუხარდეს – ტრამპმა „ჩაისვარა“. მაგრამ ობიექტურად, ირანის მსგავსი მოთამაშეების გაძლიერებაში კარგი არაფერია“, – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ბოროტ თესლს თუ ნიადაგი მზად არ დახვდა, ის ვერ აღმოცენდება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მეტაფორული შედარება-შეფასებები ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით: "ბოროტ...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...