spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნებისმიერი ტირანიის მთავარი საყრდენი არა ძალადობა, არამედ გულგრილობაა"...

“ნებისმიერი ტირანიის მთავარი საყრდენი არა ძალადობა, არამედ გულგრილობაა” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა საზოგადოების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

გახსოვთ ის დღეები, როდესაც აქციების დროს მოქალაქეებს დღემდე გაურკვეველი შემადგენლობის გაზით ახრჩობდნენ?

გახსოვთ, როგორ გარბოდნენ სრულიად უცნობი ადამიანები ნაცემი, მოწამლული ან დაშავებული თანამოქალაქეების დასახმარებლად?

გახსოვთ, როგორ ასველებდნენ ერთმანეთს თვალებს წყლით, როგორ აძლევდნენ ნიღბებს, როგორ გადაჰყავდათ დაზიანებულები უსაფრთხო ადგილას, როგორ მიარბენინებდნენ სასწრაფო დახმარების მანქანამდე?

გახსოვთ, როგორ იდგნენ ერთმანეთის გვერდით ადამიანები, რომლებიც არც ნათესავები იყვნენ, არც მეგობრები და ხშირად ერთმანეთის სახელიც კი არ იცოდნენ?

სწორედ ეს არის საზოგადოება.

საზოგადოება არ იწყება საერთო ენით, დროშით ან პოლიტიკური შეხედულებებით. საზოგადოება იწყება იმ წამს, როდესაც სხვის ტკივილს საკუთარ პრობლემად აღიქვამ.

პოლიციელი ვერ აწამებს ადამიანს, თუ საზოგადოება ამას ნორმად არ მიიღებს.

პოლიციელი ვერ სცემს თანამოქალაქეს დაუსჯელად, თუ ამის შემყურე ადამიანები საკუთარ თავს არ ეტყვიან: „ეს ჩემი საქმე არ არის“.

ტირანია იწყება არა იმ მომენტში, როდესაც ხელკეტი ეშვება, არამედ იმ მომენტში, როდესაც ვიღაც გადაწყვეტს, რომ ხელკეტის ქვეშ მოხვედრილი ადამიანი მის ყურადღებად აღარ ღირს.

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი გავიხსენოთ არა მხოლოდ მოძალადეები, არამედ ისინი, ვინც ეხმარებოდნენ.

გავიხსენოთ ადამიანები, რომლებიც უცნობებს საკუთარი სხეულით ეფარებოდნენ.

გავიხსენოთ ისინი, ვინც მთელი ღამე ეძებდნენ დაკარგულებს, აგროვებდნენ წამლებს, წყალს, საკვებს და პირველადი დახმარების საშუალებებს.

რადგან სწორედ ისინი გვახსენებენ, რომ საზოგადოების ჯანმრთელობა ემპათიით იზომება.

იქ, სადაც ადამიანი ეცემა და ათი კაცი მისკენ გარბის – საზოგადოება ჯერ კიდევ ცოცხალია.
იქ, სადაც ადამიანი ეცემა და დანარჩენები სიმღერას აგრძელებენ – ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება.

ხოლო იქ, სადაც მოქალაქეს სცემენ, აწამებენ ან ამცირებენ და საზოგადოება დუმს, პრობლემა მხოლოდ მოძალადეში აღარ არის. პრობლემა უკვე იმ სიჩუმეშია, რომელიც ძალადობას არსებობის საშუალებას აძლევს.

ავტორიტარული სისტემები ადამიანებს პირველ რიგში მორჩილებას კი არ ასწავლიან – ისინი მათ გულგრილობას აჩვევენ. აჩვევენ, რომ მთავარი პროცესია, ბრძანებაა, ინსტრუქციაა, გეგმაა, ხოლო ადამიანი – მეორეხარისხოვანი.

სწორედ ამიტომ ნებისმიერი ტირანიის მთავარი საყრდენი არა ძალადობა, არამედ გულგრილობაა“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“ყველა პოლიციელი არაა გმირი და რაც ვიხილეთ, ეს უბედურება მოსალოდნელი იყო, ამდენი აგრესიის, ძალადობის,...

პოლიციის შენობებში სამართალდამცავების მიერ დაკავებულ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან...

“არანაირი ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება “ქართულ ოცნებას” არ უნდა” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...