spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქ.ო. მთელი გულით უნდა...

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქ.ო. მთელი გულით უნდა გულშემატკივრობდეს ფაშინიანის დამარცხებას და ამას ორი სერიოზული მიზეზი აქვს” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი თავის მოსაზრებას აფიქსირებს სომხეთის არჩევნებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ინტერესზე:

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქ.ო. მთელი გულით უნდა გულშემატკივრობდეს ფაშინიანის დამარცხებას და ამას ორი სერიოზული მიზეზი აქვს:

1. თუ ფაშინიანი იმარჯვებს და სომხეთში ომი არ დაიწყო, მიუხედავად მისი ღირსებით სავსე, უკომპრომისო დამოკიდებულებისა რუსეთთან მიმართებაში, მაშინ ინგრევა მთელი ქოცური პროპაგანდა “მეორე ფრონტთან” და “გარდაუვალ ომთან” დაკავშირებით.

ყველა ლატენტურ ქოცს გაუჩნდება კითხვა – თუ ეს შესაძლებელი იყო, რატომ ვიქცეოდით ასე სამარცხვინოდ, რამაც ლამის ცივილიზებული სამყაროდან იზოლაციამდე მიგვიყვანა?

2. რუსეთი აუცილებლად მოინდომებს სომხეთის დასჯას. ეს კი მხოლოდ საქართველოს გავლით და მისი დახმარებით შეუძლია. აი აქ კი ყველაფერი ცხადი გახდება, რასაც ასე გულმოდგინედ მალავს ხელისუფალი და რისი გამჟღავნებაც საბოლოოდ მოუღებს ბოლოს ორ სკამზე ჯდომის იმიტაციურ თამაშებს“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიდი უსამართლობაა, რომ გიორგი ჭიღლაძეს “მოძალადე” ან “ბარბაროსი” ვუწოდოთ. უჯობესია, ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, ლეგიტიმური...

სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვან შეფასებებს...

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის...

ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს: "ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 ივლისის პერიოდისთვის

24 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...