ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა უსამართლობის და კანონდარღვევის ფაქტების დროს საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას ეხმაურება:
“როდესაც უსამართლობის და კანონდარღვევის ფაქტი სახეზეა და ვის მიმართაც ეს ქმედებაა ჩადენილი – კონკრეტული პირი თუ ჯგუფი – აცხადებს: ნუ იყენებთ ჩვენს საკითხს პოლიტიკოსები, ნუ ერევით პოლიტიკოსები, პოლიტიკოსებს აქ არაფერი ესაქმებათ – ეს არ გახლავთ მხოლოდ მავნებლობა, ეს სახელმწიფოებრივი ხედვის არ ქონაა.
პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც მუდამ უნდა რეაგირებდნენ უსამართლობაზე, უკანონობაზე. “ნუ ერევით” არის – მე “მოვგვარდები”, ჩემს პრობლემას მე მივხედავ… “მოვგვარდები” გარიგებაა სიმახინჯესთან.
“მოვგვარდები” ნიშნავს სხვა ანალოგიური უამრავი პრობლების შენარჩუნებას… “მოვგვარდები” ნიშნავს, რომ უსამართლობა და უკანონობა კვლავ გაგრძელდება. ამიტომ, ნებისმიერი უსამართლობისა და უკანონობის დროს, საზოგადოება და პოლიტიკოსები გარიგება-მორიგების პროცესს გვერდიდან კი არ უნდა უყურებდნენ – დაზარალებულის, დაჩაგრულის, მოთხოვნის თუ მარგინალური განცხადებების გამო, არამედ კონკრეტული პრობლემის სისტემური აღმოფხვრისათვის აგრძელებდნენ ბრძოლას.
“მოვგვარდების”, რომ ემორჩილება საზოგადოება მაგიტომაც იმუხლებს მერე აქლემი სხვათა კარებზეც.
ამიტომ, როდესაც უსამართლობა და უკანონობა სახეზეა – დაჩაგრული და დაზარალებული ვისთან მოგვარდება სულაც არ არის მისი საქმე. საქმე სამართლიანობა, სამართალი და კანონია და არც საზოგადოება და არც პოლიტიკოსები თემას არ უნდა შეეშვან“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

