spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია” – ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას

შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, ბუნებრივია და აუცილებელიც, კამათი, დებატები, დისკუსია ეკონომიკასა თუ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ხელისუფლებას, არამც და არამც, არ ექნება დისკუსია სამშობლოსა და ქართველი ხალხის სიყვარულზე, ერთიანობასა და ეროვნულობაზე.

ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, რომელსაც საქართველო ჰქვია. ის დიადი დღე, რომელსაც გუშინ აღვნიშნავდით, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დამოუკიდებლობას ყოველწუთიერად სჭირდება დაცვა. ჩვენ დღესაც უნდა ვიბრძოლოთ, მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ, რომ ქვეყანა მომავალ თაობას მართლაც დამოუკიდებელი დავუტოვოთ.

ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ადამიანები ქვეყნის მტრობაზეც კი მიდიან. როგორი სამარცხვინო და ამორალურია, საკუთარ ქვეყანას ედავებოდე და ადანაშაულებდე ათასგვარ სიბინძურეში. ბუნებრივია, მათთან ვერც სიყვარულზე გვექნება საუბარი და ვერც სამშობლოს ერთგულებაზე. მათ ერთი რამ უნდა გაიგონ – ჩვენ არსად, არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებთ, სადაც არის ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესი და ჩვენი ქვეყნის ღირსება.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ და კომპრომისზე წავიდეთ ქვეყნის და ხალხის ინტერესების ხარჯზე. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ არეულობას გამოიწვევს და ამით ვინმე ხელისუფლებაში მოვა“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“...

“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დაკანონდა იარლიყების აკვრა ადამიანზე, რომელსაც არ ვეთანხმებით” – ცოტნე ივანიშვილი

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...