ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური კურსის განსაზღვრაზე მიანიშნებს:
“როგორც მშვიდობიანად გაყავს ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა, რასაც ქადაგებს პატრიარქი შიო მესამე, რა განცხადებებსაც აკეთებს ირაკლი კობახიძე, როგორ პოზიციონირებს შალვა პაპუაშვილი ეს ისაა, რასაც ამდენი წელი ვითხოვდით, რაზეც ჩუმ-ჩუმად პრეტენზიას გამოვთქვამდით, რაც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა თუნდაც ავად სახსენებელი პოლიტ.კორექტულობის არსებობის გამო.
ღიად გაცხადდა ქვეყნის კურსიც, ერის გადარჩენის გზაც და სამომავლო პერსპექტივებიც.
ახლა ხელის განძრევა და დაუღალავი შრომაა საჭირო!
ამაღლებას გილოცავთ!” – წერს სოციალურ ქსელში ლალი მოროშკინა.

