spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირომან გოცირიძე: "ხალხი ისევ მოატყუეს!"

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე პროდუქტების ფასებსა და დაპირებულ ფასდაკლებებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს, კონკრეტული მინიშნებებით:

ხალხი ისევ მოატყუეს!

აქციით ფასდაკლებული საქონლის დახლიდან დახლზე გადადება და ერთად თავმოყრა რომ გვეგონა, ესეც კი არ ყოფილა. როგორც აქამდე იყო, თურმე ახლაც უნდა იარო სუპერმარკეტების სივრცეში და ეძებო ფასდაკლების ნიშანი, რომ შედარებით იაფად იყიდო რაიმე პროდუქტი. ძველ სქემას სიახლედ გვაჩეჩებენ. აბა რა გეგონათ, რძის თაროზე მაკარონს ხომ არ შემოვდებთო, ამბობენ სუპერმარკეტები. აკი სოციალური კალათაო და ერთ კუთხეში იქნებაო? არ აწყობთ მასე – ერთად რომ დაალაგო, კი გამოჩნდება, რომ 15 დასახელების პროდუქტზე ფასდაკლების დაპირება ბლეფი იყო.

საოცრება მოვისმინეთ გუშინ: “ბი ემ ჯი”-ზე რითეილასოციაცია რომ ჰქვია, ანუ სუპერმარკეტების “ენჯეო”, მისმა უფროსმა განაცხადა, რომ პირობას ვდებთ, სუპერმარკეტებში დღეში ერთი დასახელების საქონელზე მაინც გვექნება ფასდაკლება იმ დაპირებული 15 პროდუქტიდანო. წარმოგიდგენიათ, 1 მაინც იქნება ფასდაკლებით 15-იდანო!

აი, ამ შედეგით დამთავრდა პარლამენტის “ფასკომის” მუშაობა. სუპერმარკეტები კი ძველებურად აგრძელებენ ერთმანეთში გარიგებას (ეს რომ შესაძლებელი ყოფილა, თავად დაამტკიცეს) და “ოცნების” პროპაგანდის სამსახურში ჩადგნენ“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ბ–ნი ბიძინაც ხომ ჩვენთვის წვალობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი, ყაზახეთში კონსტიტუციის ცვლილებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ირონიული...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...