spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების მიზნით, წლების წინ ქვეყანაში არსებული რეალობის პოლიტიკურ შეფასებას ახდენს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა ნაციონალური მოძრაობა?

2001 წელს მოკლეს ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ჟურნალისტი, გიორგი სანაია (ვახოს ძმა) ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად და მოითხოვა შევარდნაძის გადადგომა. ეს იყო სპონტანური და არაორგანიზებული პროტესტი, რომელიც ასე მე-3 დღეს ჩაიფუშა და გაბანძდა.

სწორედ მაშინ ვუთხარი ლევან ბერძენიშვილს, რომ ჩვენ უნდა დაგვეფუძნებინა საერთო სახალხო მოძრაობა, რევოლუციის მოხდენის მიზნით და ასე ჩამოყალიბდა ენმ, რომელსაც ჰყავდა ძალიან ბევრი აქტივისტი რეგიონებში, რომელთაც იცოდნენ, რომ უნდა მოეხდინათ რევოლუცია. შევქმენით სკოლა ცხვარიჭამიაში, სადაც ყველა აქტივისტს ვასწავლეთ რევოლუციის ტაქტიკა.

მე ილუზია არ მქონდა, რომ შევარდნაძე და კორუმპირებული ისტებლიშმენტი რევოლუციის გარეშე დათმობდნენ ხელისუფლებას. უკვე ჩასაფრებული იყვნენ პატარკაციშვილი და ივანიშვილი. თვითონ შევარდნაძის ოჯახის შემცვლელად სურდა გია ჭანტურია (საქ. ნავთობის უფროსი), მაგრამ მას შემდეგ რაც მათ არჩევნები გაგვიყალბეს, როგორც მოსალოდნელი იყო, რევოლუციურმა სცენარმა ჩაშალა მათი გეგმები, მაგრამ ამისთვის, ეს წინააღმდეგობის მოძრაობა მოსამზადებელია და არა იმის ძახილი, რომ თავისით რაღაც მოხდება. ამას სჭირდება ხალხი სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ”

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის მიმოხილვას ახდენს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...