spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საერთოდ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველა თანამდებობა პირობითია" - მიხეილ...

“საერთოდ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველა თანამდებობა პირობითია” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2024 წელს “ნაციონალურ მოძრაობაში” მომხდარ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

ამასწინათ ინგა გრიგოლიამ მკითხა ტელეეკრანიდან, თუ ლევან ხაბეიშვილი სახალხო ლიდერად მიმაჩნია, რატომ გაუშვიო პარტიის თავმჯდომარეობიდან.

მაშინ მისი სხვაგან გადასვლა ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და ვინაიდან არჩევნებამდე ცოტა დრო რჩებოდა, ჩვენი გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმას, რომ ოპოზიციის ბაბლის, პირობითი ვერა-ვაკის, მედიის უმეტესობა მის წინააღმდეგ დაირაზმა, აბუჩად იგდებდნენ, ინგლისურის არ ცოდნას უწუნებდნენ და ა.შ.

მაშინ ეს იყო ჩვენი მხრიდან მტკივნეული და ალბათ გაუმართლებელი კომპრომისი. ინგლისური შეიძლება ზოგი “პეროიანი” კუტოკელი “პოლიტიკოსივით” არ იცის (თუმცა სწავლობს), მაგრამ ამ უკანასკნელებისგან განსხვავებით ხალხი უყვარს და მისი ენა ზედმიწევნით კარგად გაეგება და ის ძალიან გაბედულია.

რაც შეეხება თიკა ბოკუჩავას, ის ჩემი სრული მხარდაჭერით სარგებლობს და მასაც აქვს თავისი ძლიერი მხარეები.

საერთოდ წინააღმდეგობის მოძრაობაში ყველა თანამდებობა პირობითია. ჩვენ უნდა გვქონდეს ჰორიზონტალური სტრუქტურა, სადაც ლიდერებს ხალხი თვითონ გამოკვეთავს და რაღაც მომენტში, რომელიღაც ლიდერი მაინც დაუსხლტება ხელიდან დიქტატურას და წერას გამოუყვანს მათ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...