პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ოპოზიასთან მიმართებით მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს და მძიმე მინიშნებებს აკეთებს:
“სააკაშვილის მიერ გამოზრდილი ვაი პოლიტიკოსები – ჩერგო, ბოკერია, გვარამიას სახით, ნამდვილად ვერ აურევენ ვერავის გონებას, რომ თითქოს არა “ნაცმოძრაობას” არამედ ალტერნატიულ ძალას წარმოადგენენ.
ჩვენ ვიცით, რომ 2024 წლის არჩევნებში, მთელი “ნაცმოძრაობის” რესურსი იყო გადართული, მხარდამჭერები “ნაცმოძრაობას” მოჰკლებოდა და იგივე გადანაცვლებულიყო გვარამიას პარტიაში. ასეთ გადათამაშება შეიმუშავა და ეს სცენარი დაიწერა ქვეყნის გარეთ, სადაც საკმაოდ მოხერხებულად ცდილობდნენ, რომ ეს შემოესაღებინათ ქართველი ხალხისთვის.
ეს გადათამაშებები და შიგნითვე დატრიალებული სცენარები აბსოლუტურად არავისთვის საინტერესო არ არის, მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლისთვის იმიტომ, რომ ხალხიც ხედავს, ეს არის დამარცხებული განულებული პოლიტიკური ძალა, რომელმაც გინდ მიშა იძახოს და გინდ მიშა აძაგოს, მაინც ნული რეიტინგით ხასიათდებიან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

