spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი - ძალიან ძლიერი...

“მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი – ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის” – კახა კალაძე სტუდენტურ ფესტივალზე

თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რუსთავის მერიისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, „სტუდენტური ფესტივალი 2026“ დაიწყო.

ფესტივალის გახსნის საზეიმო ღონისძიება რუსთავის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად სიტყვით მიმართა.

მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი. ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის. სასიამოვნოა, რომ სხვადასხვა რეგიონის, ქალაქის უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდება. აღნიშნული ფესტივალი 2014 წლიდან იმართება და მასში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ღონისძიებაში 20 000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. მინდა, წარმატებები გისურვით ყველაფერში და ამ მნიშვნელოვან ფესტივალში მონაწილეობისთვის მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ასევე მინდა, გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს, რუსთავის მერიას, განათლების სამინისროს“, – განაცხადა კახა კალაძემ და მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.

სტუდენტური ფესტივალი წლის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელის რამდენიმე ათასი სტუდენტი მონაწილეობს.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 45 კონკურსი – შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით. წელს ერთ-ერთი სიახლეა მარათონი, რომელიც 14 ივნისს, თბილისში გაიმართება – 5 კილომეტრიან დისტანციაზე სირბილში სტუდენტების გარდა, მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

კულტურული მიმართულებით ღონისძიებები ქუთაისში, გორში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში გაიმართება. ფესტივალის მასპინძელი რუსთავის მერიაა.

ყველა გამარჯვებული დაჯილდოვდება 21 ივნისს, ფესტივალის დახურვის გრანდიოზულ ღონისძიებაზე. წლის გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლის წოდებას ის უნივერისტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ.

საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად ჯგუფი „ურსა“ აფორმებდა, დღის განმავლობაში კი რუსთავის სპორტის სასახლეში, სხვადასხვა მიმართულებით, სპორტული შეჯიბრები ჩატარდა. გარდა ამისა, გაიმართა უნივერსიტეტების წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა რუსთავის პარკის მიმართულებით.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნებისმიერი ტირანიის მთავარი საყრდენი არა ძალადობა, არამედ გულგრილობაა” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა საზოგადოების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას: "გახსოვთ ის დღეები,...

“დედა დამიბრუნეთ😣…” – ელისო კილაძის შვილი

სოციალურ ქსელში მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის შვილი...

“4 თვის წინ დაიწყო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება” – შოთა...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე...

“ივანიშვილის რეჟიმი სინამდვილეში თიხის ფეხებზე დგას, აღარც შიგთავსი აქვს და აღარც რამე საყრდენი” –...

ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...