spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი..."...

“საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი…” – რომან გოცირიძე

ტელეკომპანია “იმედის” და “ლიბერთი ბანკის” ყოფილი მფლობელის, ირაკლი რიხაძის ინტერვიუს ეხმიანება, სოციალურ ქსელში, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი, რომელიც როტშილდების კომპანიას გადაურიცხეს და რომლის მიერ არა თუ რაიმე გაკეთებული საქმე, არამედ ქაღალდის ნაგლეჯ ერთ ფურცელზეც კი ვერ წარმოადგინეს პარლამენტში მათი საქმიანობის ნაკვალევი. მაშინ ვამბობდით, რომ ალბათ სახელმწიფოს ფულით ამ კომპანიას ივანიშვილის საქმეების მოსაგვარებლად იყენებდნენ.

აგერ, გუშინ ირაკლი რუხაძემ, ორსაათიან ინტერვიუში, სადაც ბევრი საკუთარი საეჭვო სქემები ძალაუნებურად გაამჟღავნა, ისიც თქვა, რომ ცემენტის წარმოების გაყიდვაში გვეხმარებოდა როტშილდების კომპანია, მაგრამ არ გამოუვიდაო. ანუ, როცა მთავრობა ამ უცხოურ კომპანიას ბიუჯეტიდან მილიონებს უხდიდა, პარალელურად ივანიშვილ-რუხაძის კომპანიაზეც მუშაობდა? რამდენი გადაუხადეს ამაში? სიმბოლური თანხა ხომ არა?

კვლავ აქტუალური გახდა კითხვა, რომელზეც პასუხი პარლამენტში ოთხი წლის განმავლობაში ვერ მივიღეთ – რაში გადაუხადეს 10 მილიონი ლარი როტშილდებს? ეს ფული პირადად ღარიბაშვილმა გადაურიცხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. არც ფინანსთა მინისტრმა და არც ეკონომიკის მინისტრმა (დაბარებული გვყავდა პარლამენტში), არ იცოდა ამ ხარჯების შინაარსის შესახებ.

დადგება დრო და ამ ფულის გაფლანგვისა თუ კორუფციულად გამოყენების ფაქტიც გამოძიებული იქნება.

p.s. ქვემოთ იხილეთ მთავრობის პასუხი ჩემს სადეპუტატო მოთხოვნაზე. ეს ხარჯები საიდუმლო გრიფით იქნა დამალულიო:))” – წერს რომან გოცირიძე და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება – დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის...

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღირებულებები, რომელთა გამოც საქართველოს...

20-21 ივნისს ბათუმში “ზაფხულის ფესტივალი” ჩატარდება

20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად...

“სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა საზოგადოებრივ ნორმად ვერ იქცევა” – ნინო წილოსანი

სასამართლოში შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ დეპუტატ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

“ქართული ოცნების” ხელში პოლიციელი გმირი კი არა, ჩვეულებრივი სადისტია” – გია ჯაფარიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს...