spot_img

წაულა (Mustela lutreola)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის შესახებ. ამჯერად გაიცანით წაულა (Mustela lutreola):

❓ იცოდით, რომ ევროპული წაულა დღეს თავისი ისტორიული გავრცელების არეალის მხოლოდ 20%-შია შემორჩენილი?

ევროპული წაულა კვერნისებრთა ოჯახის მცირე მტაცებელია, რომლის სტატუსიც როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ დონეზე კრიტიკულ საფრთხეში მყოფად (CR) ფასდება. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოდესღაც მთელ ევროპაში, დასავლეთ კავკასიასა და ურალის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე იყო გავრცელებული, საქართველოში მისი მცირე რაოდენობა მხოლოდ აფხაზეთში, კერძოდ ბზიფის ხეობაშია შემორჩენილი. ეს მოქნილი ცხოველი, რომლის სხეულის სიგრძე 28-43 სმ-ია, ხოლო კუდი 12-19 სმ, ძირითადად ტყით, ბუჩქნარით ან მაღალი ბალახით დაფარულ მდინარეებთან და გამდინარე წყალსატევებთან ბინადრობს. მისი ბუნაგის ერთი გასასვლელი უშუალოდ წყალს უკავშირდება, მეორე კი მიწის ზედაპირზე გამოდის.

როგორც ნახევრად წყლის ბინადარს, მას თითებს შორის არსებული სპეციალური საცურაო აპკები აქვს, რაც ცურვასა და ყვინთვაში ეხმარება. წაულა სქესმწიფობას 1 წლის ასაკში აღწევს და საშუალოდ 2-7 ნაშიერს აჩენს, მისი კვების რაციონი კი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს თევზს, მცირე ზომის ძუძუმწოვრებს, პატარა ფრინველებს, ამფიბიებს, მწერებსა და მცენარეულ ნაყოფს.

სამწუხაროდ, პოპულაციის მკვეთრი შემცირება რამდენიმე მწვავე ფაქტორმა გამოიწვია, რომელთა შორის განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდა ცხოველის გადაჭარბებული მოპოვება ძვირფასი ტყავის გამო და მტკნარი წყლების დაბინძურება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რუხი წერო (Grus grus)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

🌳 კავკასიური რცხილა (Carpinus caucasica)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ამჟამად საქართველოს ფლორის წარმომადგენელზე მოგვითხრობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...