spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე,...

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა პოლიტიკაში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟის, ცოტნე ივანიშვილის გამოჩენას ეხმიანება და განსაკუთრებული პოზიტიური შეფასებებს აკეთებს მათ მიმართ:

არც გიორგი სააკაძე გსმენიათ, არც მისი მეორე ვაჟის ამბავი, არც სამშობლოს შეწირულები გადარდებთ და არც საქართველოსთვის თავდადებულები…

არც რუსთაველი წაგიკითხავთ და არც ილია და აკაკი…

თქვენს შვილს ალბათ ოქროთი ნაქსოვ ბამბებში გაახვევდით,რახათ-ლუქუმის ნექტარს ტუჩებიდან მოწმენდდით, ცივ ნიავს არ მიაკარებდით და სამუდამო კეთილდღეობისთვის, იქ სადღაც შორს, შუაგულ ევროპაში პრინცად აღზრდიდით…

კაცმა სამება აგიშენათ, ინტელიგენცია, პროფესურა, ხელოვანი ხალხი და სპორტსმენები შიმშილს გადაგირჩინათ,სააკაშვილის დიქტატურა დაგისრულათ, ციხეებიდან გაგანთავისუფლათ, სისხლისმღვრელი ომი აგაცილათ!!!

შეხედეთ რა ხდება ჩვენს გარშემო!!!

აქ სიმშვიდე, მხოლოდ მისი შეწირული კაპიტალის, პირადი ავტორიტეტის და გამჭრიახობის რეზულტატია!

თავისი პირადი გადადო და ახლა უკვე უმცროს ვაჟსაც “აჰკიდა” ქვეყნის ჭირ-ვარამი…

აქ არავის აუცდეს თითი და ცოტნე ივანიშვილზე აუგი არ გაბედოს!

მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…

ვისაც გვჯერა-გაგვატარეთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...