spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის პირადად სახიფათოა…” – ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია კონკრეტულ შეზღუდვებსა თუ აკრძალვებში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს:

გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის პირადად სახიფათოა: ასი წლის ნაცვლად, 97 რომ იცოცხლოს ამის გამო?

მერე გადაწყვიტა მთავარი პრობლემები დაედგინა თავისი სიბრძნით და დაადგინა: მანქანები და თვითმფრინავების გამონაბოლქვი, პლასტმასის ბოთლები… ბევრი არ უფიქირა და “მთავრობას” დაავალა პლასტმასის ბოთლების აკრძალვა, 6 წელზე ძველი მანქანების აკრძალვა, თვითმფრინავის მის სახლზე გადაფრენის აკრძალვა. მთავრობამ (არც მას უფიქრია) და “პარლამენტს” დაავალა. ეს უკანასკნელი ისედაც არ ფიქრობს და მიიღო ყველაფერი, რაც საჭირო იყო. აკრძალვების ქვეყანაში კიდევ რამდენიმე აკრძალვა გაჩნდა.

ზუსტად ეს არის ზემოხსენებული უკიდურესად მავნებლური და განუმეორებლად სულელური კანონების მიღების ანატომია. და ასე იქნება ყველგან და ყველაფერში მანამ, სანამ ივანიშვილისაა მთელი საქართველო: პლასტმასის ბოთლებიან, ძველ თუ ახალ მანქანებიან, გადამფრენ ფრინველებიან-თვითმფრინავებიანად.

26 მაისს, რუსთაველზე, ბევრნი ვიქნებით! ვიდგებით ერთად, ბოლომდე, გამარჯვებისთვის!” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“აღდგომა დღეს მოგვეცა ყველაზე ნათელი იმედის ნიშანი, მშვიდობიან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი” – სალომე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების ინსპირაციით,...

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...