spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად" -...

“ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად” – “ოპოზიციის ალიანსის” მიმართვა

საქართველოში 35 წლის წინ ჩატარებული რეფერენდუმის 35-წლისთავზე “ოპოზიციის ალიანსი” საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს.

მიმართვა და ალიანსის სამოქმედო გეგმა საზოგადოებას ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გააცნო:

მოგესალმებით ყველას.

გაგაცნობთ ოპოზიციის ალიანსის მიმართვას.

35 წლის წინ, დღევანდელ დღეს, 31 მარტს, საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩატარებულ რეფერენდუმში გამოხატეს თავისი ურყევი ნება აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა, დამოუკიდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა.

ორივე ეს თარიღი, 31 მარტი და 26 მაისი, არის უმნიშვნელოვანესი თარიღები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ორივე დაკავშირებულია ქართველი ერის უმნიშვნელოვანეს გამოწვევასთან – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხთან. ჩვენ გვჯერა, რომ დღესაც საქართველო იდენტური გამოწვევის წინაშე დგას.

სწორედ ამიტომ, დღეს, 31 მარტს, ოპოზიციის ალიანსი ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ერთობლივ – ეროვნული მობილიზაციის კამპანიას.

ეს არის ოპოზიციის ალიანსის ინიციატივა, მაგრამ ახლავე გვინდა ვთქვათ — ეს არ არის არც ამ 9 პარტიის და არც რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური ჯგუფის კამპანია. ეს არის საქმე, რომელიც ყველას გასაკეთებელია.

ჩვენი მიზნები ძალიან მარტივია:

პირველი – უნდა გავზარდოთ პირდაპირი, პირისპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან. ხმა უნდა მივაწვდინოთ ჩვენს მოქალაქეებს — ყველგან, სადაც ისინი არიან.

მეორე – უნდა გავანეიტრალოთ რეჟიმის პროპაგანდა. იმიტომ, რომ დღეს ორი მთავარი იარაღი, რაც ამ რეჟიმს აქვს, არის ტყუილი და შიში.

მესამე – ის ბრაზი, პროტესტი და ცვლილების სურვილი, რომელიც უკვე წლებია არსებობს საზოგადოებაში, უნდა გადავაქციოთ რეალურ პოლიტიკურ ქმედებად.

მეოთხე – უნდა დავამარცხოთ შიში, რომელიც ამ რეჟიმმა წლების განმავლობაში მიზანმიმართულად დანერგა.

და ბოლოს – უნდა გავზარდოთ პროტესტში ჩართული ადამიანების რაოდენობა, იმიტომ, რომ ცვლილება არ ხდება მხოლოდ საუბრით – ცვლილება ხდება, როცა ბევრი ადამიანი დგება ერთად. ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა 35 წლის წინ, 31 მარტის რეფერენდუმზე.

ეს კამპანია გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში და მისი სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისს — საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი დიდი, ხალხმრავალი აქცია.

ჩვენთვის, საქმისთვის, გამარჯვებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთონ სხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფებიც, ისევე როგორც აქტიური მოქალაქეები.

გვინდა მადლობა ვუთხრათ ბრძოლისთვის ყველას, ვინც დღეს არის რეჟიმის ტყვეობაში;
ვინც იყო ტყვეობაში და გათავისუფლდა;
ვინც დღეს დგას თავისუფლების დაკარგვის რისკის წინაშე;
ვინც აწამეს, მოწამლეს, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ;
ვინც დაკარგა სამსახური, ვისაც ცხოვრება დაუნგრიეს.

ყველას, ვინც ყოველდღე დგას რუსთაველზე, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ჩხოროწყუში თუ სხვა ქალაქებში. ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს შაბათის მარშებში თბილისში.

ჩვენთვის პატივია, ვიყოთ ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად.

ჩვენ არავის ვპირდებით მარტივ გზას.
არავის ვპირდებით სასწაულებს.

მაგრამ ერთი რამ ვიცით ზუსტად:
თუ არ ვიმოქმედებთ, არაფერი შეიცვლება.
თუ ვიმოქმედებთ, რეჟიმის ცვლილება იქნება მხოლოდ დროისა და ფასის საკითხი.

ამიტომ, ყველას გთავაზობთ აქტიურად ჩაერთოთ ამ კამპანიაში, ხოლო 2 თვის თავზე, 26 მაისს ყველანი კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ თბილისში“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“ლევან ხაბეიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, ტირანული რეჟიმის ტყვე და რეპრესირებული ოპოზიციური მოღვაწეობის გამო” –...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...