spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პასუხი კითხვაზე - რატომ გეძახიან რუსეთუმეს, გაცემულია" -...

“პასუხი კითხვაზე – რატომ გეძახიან რუსეთუმეს, გაცემულია” – ლელა ჯეჯელავა ნინო ნადირაძეს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული ფაქტების შეხსენებით, ემოციური შეფასება-განმარტებებით და მინიშნებებით მიმართავს კლინიკა “ვივამედის” გენერალურ დირექტორს, ნინო ნადირაძეს:

ქალბატონო ნინო, ნადვილად არ მჩვევია უცხო ადამიანებისთვის პასუხის გაცემა, მაგრამ გუშინდელი ეთერის შემდეგ უბრალოდ საჭიროდ ჩავთვალე თქვენს მიერ კოლექტიურ ნაცად შერაცხულთაგან ერთერთმა, პასუხი გაგცეთ.

რაც მინდა აუცილებლად იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვყოფილვარ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ბენეფიციარი, ოდნავაც არ ვთაკილობ ამ იარლიყს. თუმცა, თქვენ არ მახსოვხართ იმ ხელისუფლების აქტიურ მოწინააღმდეგეთა რიგებში, თუნდაც სანდრო გვირგვლიანთან დაკავშირებულ საპტროტესტო აქციებზე, ჩემდა სამწუხაროდ, მანიპულირების საგნად რომ გადააქცია ამ ხელისუფლებამ ეს ტრაგედია. დამერწმუნეთ, რომ ყოფილიყავით, შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდით, თუნდაც თქვენი მომხიბვლელობის გამო.

როგორც მივხვდი, გუშინდელი ეთერიდან, ძალიან გაწუხებთ, რომ რესტორნებში ვეღარ სადილობთ, სადილში ჩაფურთხების შიშით. ნამდვილად უსიამოვნო შეგრძნებაა და მესმის თქვენი დისკომფორტის, მაგრამ ეს არ მოხდებოდა, რომ თქვენს მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების გაწვრთნილ სპეც რაზმელებს პირში არ ეფურთხებინათ ხელ-ბორკილ დადებული უკვე დაპატიმრებული ახალგაზრდა გოგო-ბიჭებისთვის.

ქმედება, რომ უკუქმედებას იწვევს, ეს ნამდვილად იცით, ალბათ.

შეიძლება ვცდები, მაგრამ არ მახსოვს, რომ ეს თქვენ ოდესმე გაგეპროტესტებინათ, ან იმ ტელევიზიას გაეშუქებინა, რომელზეც თქვენ საკუთარი მაგალითით არწმუნებთ მაყურებელს, რომ ცხოვრება მშვენიერია.

ეგებ ესეც არის მიზეზი, რომ სუპით კმაყოფილი თქვენი მაყურებული დარწმუნებულია, რომ ამქვეყნად ნამდვილი სამოთხეა და მხოლოდ კოლექტიური ნაცები უშლიან ხელს სუპით ტკბობაში.

გუშინ თქვენ აღელვებული კითხულობდით, რატომ ვარ მე რუსეთუმეო?! მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს გემოვნებაში ნამდვილად არ ჯდება უსტილიმსკის და ნორილისკის დღევანდელი ყოფა, მაგრამ თქვენ იმ ხელისუფლებას უჭერთ მხარს, რომლის ბელადიც (ოფიციალურ თანამდებობას არ ფლობს) დასანქცირებულია რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ საქმიანობაში, ასევე მისი ყოფილი პროკურორი, რომელმაც სრულიად რუსეთის ინტერესების შესაბამისად დააკავა თქვენი “მთავარი” პაციენტი, რომელიც თქვენს სიმშვიდეს უქმნიდა დისკომფორტს და არა მორალურ პოზიციას, ვიდრე კვლავ ციხეში არ გადაიყვანეთ. მე მჯერა, რომ თქვენ მოგწონთ ევროპული კეთილდღეობა, ევროპული კულტურა და სხვა სიკეთეები, თუ ეს თქვენი პრივილეგია იქნება და არა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, თუ ამ სიკეთეების ფლობა უპირატესობას განგაცდევინებთ საშუალო სტატისტიკურ ქართველთან შედარებით, რომლისთვისაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გადარჩენაა (ლუკმა-პური და სამედიცინო სერვისები) და არა ფუფუნება.

არ უნდა გეწყინოთ, თუ რუსეთუმეს დაგიძახებენ იმ ხელისუფლების მხარდამჭრს, რომლისთვისაც ჭორვილის მოდელი და პატარა სოფლის კონცეფცია საქართველოს განვითარების ალგორითმია; იმ ხელისუფლების მხარდამჭერს, რომლის დროსაც საქართველოს აღარ ჰყავს მეგობრები, პარტნიორები და მოკავშირეები; რომელსაც აღარ აქვს უშიშროების საბჭო, რომელსაც ასეთ რთულ ვითარებაში რისკების შეფასება და პრევენცია უნდა ეკეთებინა, მაგრამ აღარ გვჭირდება, რადგან გაიდლაინებს რუსეთიდან ვიღებთ, რომელიც ბრიყვებისთვის ნეიტრალიტეტის იდეას პროპაგანდირებს, გეგონება 1921 წელს არ გვქონდა ნეიტრალიტეტი გამოცხადებული, რომლითაც ისარგებლა სწორედ რუსეთმა და მარტო დარჩენილების ანექსია უპრობლემოდ მოახერხა.

ომი არ არის მხოლოდ სამხედრო ოპერაცია და ტანკები, ომია დემოგრაფიაც და საქართველო ცივი გენოციდის პირობებშია. რამდენი ომი უნდა გადაგვეხადა, რომ 13 წლის განმავლობაში 1 მილიონ 40000 ადამიანით შემცირებულიყო საქართველოს მოსახლეობა? ეს ოფიციალური სტატისტიკაა და გადამოწმეთ, თქვენც ხომ იცით, რომ აქედან დიდი ნაწილი აღარ დაბრუნდება, რადგან უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება რთულია და ვინც ამას შეძლებს, ის უკან აღარ დაბრუნდება, ე.ი. საქართველოსთვის დაკარგულია.

ისიც ხომ დადასტურებულია, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის უარყოფითი სალდო პირველად თქვენს მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების დროს გვაქვს. ომების შემდეგაც არ ხდება ამ მაჩვენელებლის ასეთი ცვლილება. ჰოდა, განა თქვენ არ გაქვთ მშვიდობა მთავარ არგუმენტად თქვენს მაყურებელთან და მხარდამჭერებთან – ერთხელ ციფრებით შეგიმოწმებიათ რა ღირს თქვენი სიმშვიდე და კომფორტი? ეგებ ეს გახლეჩილი ოჯახები, დაუტირებელი მშობლები, უდედებოდ გზას აცდენილი შვილები, სოფლად მაჩვების თავშესაფრად გადაქცეული გამოკეტილი, დარდით ჩამოღვენთილი სახლებია; ეგებ ეს ქოლცენტრებში, ერთადერთ საშოვარში, შეყრილი გზაგამრუდებული ახალგაზრდებია, რომელთა “მომავალს” თქვენი მხარდაჭერილი ხელისუფლების უსაფრთხოების უფროსი “იცავდა”; ეგებ, ეს ის ქართველი ჯარისკაცები არიან, რომელსაც ისე წამლავს თურმე თქვენი ხელისუფლება, რომ საკვებს ექსპერტიც ვერ ეკარება… ჰო, მარტო დარჩენილმა, უახლესი შეიარაღების გარეშე, პრაქტიკულად შიშველი ხელებით უნდა დაიცვან თქვენი კოფორტი…

ეს ვითარება არ შედის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში, ეს არ შედის საქართველოს მეგობრების ინტერესებში, მაგრამ სრულად შეესაბამება საქართველოს საუკუნოვანი მტრის ინტერესებს, მეტს არ გავაგრძელებ, შეიძლება ესეც არ წაიკითხოთ, მაგრამ მგონი პასუხი კითხვაზე – რატომ გეძახიან რუსეთუმეს, გაცემულია“, – წერს ლელა ჯეჯელავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს მეათეხარისხოვანი და სრულიად...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური განცხადებით და კონკრეტული...

“როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე...

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე 40 წლის წინ...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...