spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სულ მცირე, სასიხარულოა, რომ როგორც იქნა გაჩნდა ერთობა,...

“სულ მცირე, სასიხარულოა, რომ როგორც იქნა გაჩნდა ერთობა, ალიანსი, რომელიც არის ერთგვარი სუბიექტი, ანუ პროტესტის პოლიტიკური წარმომადგენელი” – ლაშა ბუღაძე

ახალი პოლიტიკური გაერთიანების – “ოპოზიციის ალიანსის” დაფუძნებას ეხმიანება ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე:

არ ვარ მომხრე, იმაზე მეტი მოლოდინი შევიქმნათ ან იმაზე მეტი დავაკისროთ ვინმეს იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ივანიშვილის ავტოკრატიამ შექმნა, მაგრამ, სულ მცირე, სასიხარულოა, რომ როგორც იქნა გაჩნდა ერთობა, ალიანსი, რომელიც არის ერთგვარი სუბიექტი, ანუ პროტესტის პოლიტიკური წარმომადგენელი, რომელიც სხვა თუ არაფერი, თუნდაც სახე იქნება საქართველოს გულშემატკივრებისთვის დასავლეთში და ჩვენთვის კი, ხალხისთვის, პლატფორმა, რაც დამატებით პოლიტიკურ შინაარსს შესძენს ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებას.

ცუდია, რომ აქ არაა “ლელო” და არც ზოგიერთი სხვა, რადგან მარტო მყოფებს რა ბედიც ეწიათ, ყველამ ვიხილეთ. ოდესმე ხომ შეიძლება საქართველოში გამოცდილებად იქცეს დიდი და სახელმწიფოებრივი თემების ირგვლივ ერთიანობა, მით უმეტეს, რომ ახლა შავი და თეთრია ყველაფერი! ეს არ მოხდა საპარლამენტო არჩევნებამდე – პროტესტის მიერ მომზადებული ენერგია ვიწროპარტიულმა სუბიექტივიზმმა დაანაწევრა ლუის კეროლის ელისის ტორტივით (რომ არც იჭმება, თუკი ნაჭრებს სწორად არ გადაანაწილებ), ხოლო ე. წ. თვითმმართველობის არჩევნები კი საერთოდაც ღალატის მსგავს იდიოტიზმად იქცა (2 პარტიის არაადეკვატურობის თუ სხვა მიზეზთა გამო), მაგრამ ახლა ეს უთუოდ დაგვიანებულად დროულია და კარგი იქნება, თუკი ყველა სიფრთხილით და არა გადაჭარბებული აღქმებით, საქმიანად და პასუხისმგებლობით მიუდგება ამ ნაბიჯს.

შეიძლება დეტალია, მაგრამ ეს კი არ ვიცი, რა პარტიაა დღეს “ედპ” და ვინაა მისი წარმომადგენელი? პარტიის ისტორიას პატივს ვცემ, მაგრამ ალბათ უნდა ვიცოდეთ, ვინ წარმოგვადგენს ოპოზიციაში“, – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

“ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება – დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის...

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღირებულებები, რომელთა გამოც საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“ცესკო არ დატოვებს უყურადღებოდ არცერთ უსაფუძვლო ბრალდებას, ცილისწამებას და დეზინფორმაციას, მიზანმიმართულ მცდელობას, რომელიც უწყების...

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ",...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...