spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იხურება ყველა ლიცენზირებული შოუ და სერიალი იმედზე და...

“იხურება ყველა ლიცენზირებული შოუ და სერიალი იმედზე და პოზტვზე, რაც პრაქტიკულად ამ “მედიების” დახურვაა” – ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია უმძიმეს რეალობაზე საუბრობს დასანქცირებულ ტელეკომპანიებთან – “იმედსა” და “პოსტვ”-სთან დაკავშირებით და ასევე მძიმე მოლოდინებზე მიანიშნებს “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით:

იხურება ყველა ლიცენზირებული შოუ და სერიალი იმედზე და პოზტვზე, რაც პრაქტიკულად ამ “მედიების” დახურვაა.

იხურება მათი პეიჯები FBზე.

ვერც ერთი ბანკი ვერ მოემსახურება ვერც ერთ ტვს.

იხურება იმედის მიერ შექმნილი რეიტინგების მთვლელი, რადგან კარგავს ბრიტანულ ლიცენზიას, შესაბამისად რეკლამის ლეგალურად გაყიდვას ვეღარ შეძლებენ. ვერც რეიტინგების გაყალბებას 🙂

რეკლამის მიტანა არა მარტო საერთაშორისო ბრენდების, არამედ საერთაშორისო აფილაციების კომპანიების მიერაც კი, მათთვის ან ეგრევე უმძიმეს შედეგებს, ან უმძიმესი პოტენციალის რისკებს გააჩენს.

ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება.

ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან და ვერც მუქსი (ქართული ციფრული მაუწყებელი) ვეღარ მოახდენს მათ ტრანსლირებას (რამდენადაც მახსოვს, EBRDის კრედიტზეა მუქსის მფლობელი შპს).

რუხაძის და სხვების წასვლა დამფუძნებლების და მენეჯერების თანამდებობებიდან “განწმენდის” ფუნქციას ვერანაირად ვერ შეასრულებს. ჩათვალეთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვერ გაივლიან ვერც ერთი ბანკის KYC შემოწმებას – არათუ კრედიტებს ვერ აიღებენ ვერც თავად და ვერც ის იურიდიული პირები, სადაც რომელიმე მათგანი რაიმე ფორმით გამოჩნდება, არამედ მოქმედი ანგარიშებიც შეიძლება დაეხუროთ და ბარათები გაუუქმდეთ.

იხილება დასანქცირებულების გაერთიანება რ2თან (რასაც ვულოცავ ამ უკანასკნელს🙂), რაც რ2ის რეალურად გაუქმებაა (გეპეის და უნივერსიტეტის გაერთიანების არ იყოს). რატომ გონიათ ოღონდ, რომ რ2 დიდ ხანს იქნება უსანქციოდ, მაგას ვერ გეტყვით :))) ყველაფერი წინ აქვს რ2ს და მის დამფუძნებლებს 🙂 ახლა ეგენი რომ დაიწყებენ გაქცევას (რუხაძესავით), მაგასაც ვიხილავთ“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რადგან ბიძინამ დაგვტოვა მეგობრების გარეშე, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დიახ, ეს იყო ხალხის მიერ ხელისუფლებისათვის გამოცხადებული უნდობლობის რეფერენდუმი საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით” – ლელა...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, “დაიცავი ილიაუნის” ინიციატივასთან...

“ყველამ იცოდა ამ აქციის ფასი და ვინც ქუჩაში გამოვიდა, გამოვიდა ბრძოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური 26 მაისს ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...