spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში - "ქართული ოცნების"...

“ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში – “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის კრახის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა, რაც კი აქამდე გვქონია” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია, სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსი მიერ 9–11 თებერვალს განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს, სოციალურ ქსელში, პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება:

ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში – “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის კრახის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა, რაც კი აქამდე გვქონია.

ეს ასეა არა მარტო „დასავლეთის აგენტების“ ხედვით, არამედ თავად მის მიერ გამოცხადებული პოლიტიკის პრინციპებიდან გამომდინარე.

წარმოვიდგინოთ რაციონალური ქოცი, რომელიც ბიძინას საგარეო პოლიტიკურ ქცევას უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რეალპოლიტიკის პრინციპებიდან გამომდინარე ამართლებს. მისი აზრით, პროდასავლელი ქართველები გულუბრყვილო იდეალისტები არიან, რომლებიც ანგარიშს არ უწევენ რეალურ ძალთა ბალანსს. ფაქტია, რომ დასავლეთმა ვერ დაამარცხა რუსეთი, ის უკრაინის ტერიტორიებს ითვისებს და დასავლეთი უკრაინას რეალურად ვერ შველის.

ესე იგი, დასავლეთის იმედის ქონა შეცდომაა. უფრო სწორია ე.წ. „მიტმასნების“ პოლიტიკა, ანუ აგრესორის მიმართ ლოიალობა პირდაპირი დაპირისპირება თავიდან ასაცილებლად.

მით უმეტეს ასე უნდა მოიქცე, როცა თავად „დასავლეთი“იხლიჩება. ამერიკის სათავეში მოდის ტრამპი, რომელიც ემიჯნება ევროპას, უარყოფს ნორმებზე და ღირებულებებზე დამყარებულ პოლიტიკას რეალიზმის სასარგებლოდ და იზოლაციონისტურ მიმართულებას არჩევს. მასთანაც უნდა ეცადო ურთიერთგაგებას, ოღონდ რუსეთის გაღიზიანების გარეშე.

გარეგნულად თითქოს რაციონალურია (ხაზს ვუსვამ: გარეგნულად). მაგრამ ვენსის ვიზიტი თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ეს გაანგარიშებები მცდარია. ივანიშვილის რუსეთზე დადებული ფსონი (პირობითად ჩავთვალოთ, რომ მისი არჩევანი მართლაც ეროვნული ინტერესებით იყო ნაკარნახევი) მცდარი აღმოჩნდა.

დავინახეთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ დაასუსტა მისი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში. როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლება გაცილებით უფრო გაუთამამდა რუსეთს და უფრო მეტად დასავლეთზე (პირველ რიგში ამერიკაზე, სომხეთი ასევე ევროპაზე) გადაერთო. ივანიშვილის ვეზირების საცოდავმა ფაფხურმა, ტრამპის გულის მოსაგებად, ჯერჯერობით ნულოვანი შედეგი გამოიღო.

„ტრამპის გზით“ საქართველო არსებითად კარგავს თავის მონოპოლიურ სატრანზიტო ფუნქციას. რისი იმედიც ჰქონდა ივანიშვილს, როცა იმეორებდა, რომ „ევროპასაც ვჭირდებით“.

ეს ადასტურებს, რომ, სხვა ყველაფერთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი არის გეოპოლიტიკური იდიოტი. მართალი იყო მთვრალი ღარიბაშვილი“, – წერს გია ნოდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სინამდვილეში უ@რაკო დიქტატურა აქვს ბ–ნ ბიძინს” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის მიერ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალი საკონსტიტუციო სარჩელის...

კახა კალაძე: “ვაშაძემ ან მსგავსმა ტიპაჟებმა რა კარდაკარ უნდა იარონ – ისინი იმ ბოროტებაში...

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას და თუ რაიმე...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...